Dodge, Dodge Charger, Charger Daytona, Dodge Charger Daytona
Aa
Aa

ახალი Dodge Charger Daytona-ს ფასი ცნობილია

Dodge-მ 2024 წლის Charger Daytona-ს ფასი გაასაჯაროვა. ბევრისთვის გასაკვირად, Dodge-ის ამ საბაზისო მოდელის ღირებულება შედარებით ხელმისაწვდომი აღმოჩნდა და $59,595-დან იწყება.

Charger Daytona R/T-ს სპორტული დაკიდების სისტემა, 18-დუიმიანი ალუმინის ბორბლები, წინა სავარძლებისა და საჭის გათბობა და ისეთი თანამედროვე ფუნქციების კომპლექტი გამოარჩევს, როგორიც 10.25-დუიმიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა და Uconnect 5-ის 12.3-დუიმიანი საინფორმაციო გასართობი სისტემაა.

R/T-ის სრულად ამძრავი სისტემა 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი - 550 ნიუტონ მეტრია. PowerShot-ის ფუნქციით, ავტომობილის შესაძლებლობები 496 ცხენის ძალამდე იზრდება. მანქანა 0-100 კმ/სთ-ს 4.7 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალურ სიჩქარე 220 კილომეტრ/საათია. უახლესი Charger Daytona 100.5 კვტ/სთ ბატარეითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც 510 კილომეტრს ფარავს. 

მათთვის, ვინც სიმძლავრის უფრო დიდ არეალს ეძებს, ავტომწარმოებელმა Charger Daytona Scat Pack-იც წარადგინა, რომლის ფასიც 73,190-დან იწყება. მანქანას განსაცვიფრებელი 630 ცხენის ძალა აქვს, ხოლო მაბრუნი მომენტი 850 ნიუტონ მეტრია. PowerShot-ის საშუალებით, ამ მოდელის შესაძლებლობები 670 ცხენის ძალამდე იზრდება. Charger Daytona Scat Pack-ი 0-100 კმ/სთ-ს 3.3 წამში ავითარებს, ხოლო 402 მეტრს (მეოთხედი მილი) დაახლოებით 11.5 წამში გადის.

Scat Pack-ის მოდელს დამატებით მართვის რამდენიმე რეჟიმი, მათ შორის Launch Control-ი ექნება, ასევე Track Pack-ის 20-დუიმიანი ბორბლები, პრიალა შავი უკანა სპოილერი და Brembo-ს მუხრუჭები აქვს.

დამატებით $4,995-ის გადახდის შემთხვევაში, მსურველებს Plus Group-ის შეძენის შესაძლებლობა აქვთ, რომელიც პრემიუმ ფუნქციებს, მათ შორის ვენტილირებად წინა სავარძლებსა და 360 გრადუსიანი კამერას მოიცავს. 

Charger Daytona-ს მოდელები ბაზარზე გასაყიდად სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები