BMW, გაწვევა, რიქოლი
Aa
Aa

BMW-ს ახალი გაწვევა: 105 000-ზე მეტი მოდელი ცეცხლის გაჩენის რისკით

წარუმატებელი მცდელობების შემდეგ სტარტერს შესაძლოა ცეცხლი გაუჩნდეს.

BMW-მ ინფორმაცია ახალი გაწვევის შესახებ გაავრცელა. 105 000-ზე მეტ სედანს, კუპეს, კაბრიოლეტსა და SUV-ის, სტარტერის მექანიკური დაზიანების გამო, ცეცხლის გაჩენის რისკი აქვს.

2023 წლის მარტის დასაწყისში, BMW-ს ცეცხლით გამოწვეული დაზიანების შესახებ რამდენიმე მოხსენება მიუვიდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ძრავა არ იქოქებოდა, შემდეგ კი ცეცხლი ჩნდებოდა. თავდაპირველად, გაურკვეველი იყო არსებობდა თუ არა კორელაცია თერმულ დაზიანებასა და ძრავას შორის. თუმცა, მალევე, სიღრმისეული გამოძიებისა და დამატებითი მოხსენებების მიღების შემდეგ, ამ ორს შორის კავშირი დადასტურდა.

მწარმოებლის მიხედვით, ძრავის აკუსტიკური იზოლაციის მასალა შესაძლოა ზეთით დაბინძურდეს, რასაც ხანძრის გამოწვევა შეუძლია. ეს აზიანებს სტარტერს, რასაც მძღოლის მიერ ავტომობილის დაქოქვის განმეორებითი შემთხვევები მოჰყვება. 



ჯამში გაწვევა 105 588 მანქანას მოიცავს. მათში ყველაზე მეტი 2019-2020 წლების X5 sDrive40i და X5 xDrive40i-ია. მათი რაოდენობა ჯამში 68 105-ია და იმ მოდელებს ეხება, რომელთა წარმოებაც 2018 წლის პირველი აგვისტოდან 2020 წლის 31 მაისამდე მიმდინარეობდა. გაწვევა შეეხება 2020 წლის X6 sDrive40i-სა და X6 xDrive40i-საც. კერძოდ, 2019 წლის 9 აპრილიდან 2020 წლის 28 მაისამდე წარმოებულს. ასევე, ამ სიაშია 2028 წლის 25 სექტემბრიდან 2020 წლის 31 მაისამდე წარმოებული X7 xDrive40i-იც.

გაწვევა სედანებსა და კუპეებსაც ეხება. დეფექტი 2020-2021 წლების 740i და 740xi-ის, 2020 წლის 840i და 840xi კაბრიოლეტს, კუპეს, ოთხკარიან კუპესა და 2020 წლის M340i-სა და M340xi-ის მოდელებს აქვს.

დილერები „რიქოლზე" პირველ აგვისტოს გააფრთხილეს. ისინი ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების მფლობელებს ელექტრონული მეილის საშუალებით დაუკავშირდებიან. სავარაუდოდ, პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მანქანები სპეციალურ კომპიუტერულ განახლებას მიიღებს. ასე სტარტერის ელექტრულად გადატვირთვა იქნება თავიდან აცილებული, რასაც მისი რამდენჯერმე გააქტიურება იწვევს.

მსგავსი სიახლეები