2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელები ევროპაში
ტოპ-10-ში მოხვდნენ Dacia Sandero, VW T-Roc-ი, Peugeot 208 და Citroen C3
გასულ წელს, Tesla Model Y-მ, ევროპის ბაზარი სრულად დაიპყრო და კონტინენტზე, ყველაზე გაყიდვადი მოდელიც გახდა. 2024 წლის პირველ ნახევარში, Model Y-ის შეკვეთები მკვეთრად შემცირდა, პარალელურად გაიზარდა მოთხოვნა სხვა ბევრ პატარა ზომის ავტომობილებზე.
ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მონაცემებით, იანვარ-ივნისის პერიოდში, ყველაზე გაყიდვადი ახალი მოდელი Dacia Sandero იყო. წლის პირველ ექვს თვეში, ევროპაში ამ მოდელის 143,596 ერთეული დარეგისტრირდა. Sandero ევროპაში წლებია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად რჩება, ნაწილობრივ მისი ხელმისაწვდომი ფასიდან - €11,500 - გამომდინარე.
მეორე ადგილზე VW Golf-ია. 2024 წლის პირველ ნახევარში ამ მოდელის 114,623 ერთეული დარეგისტრირდა, ხოლო მესამე ადგილზე, 114,623 გაყიდული მოდელით, Renault Clio გავიდა. პატარა ფრანგულ ჰეჩბეკს მოჰყვება VW T-Roc-ი, ევროპაში ყველაზე გაყიდვადი SUV, წელს 111,381 ახალი რეგისტრაციით.
Peugeot 208 სიაში მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი 2022 წელს როგორც VW T-Roc-ს, ასევე Dacia Sandero-საც ასწრებდა. წლის პირველ ექვს თვეში 107,097 Peugeot 208 გიყიდა, რა მონაცემითაც მან გადაასწრო VW Group-ის კიდევ ერთ ავტომობილს, Skoda Octavia-ს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში Skoda Octavia-ს 102,945 მოდელი გაიყიდა.
რაც შეეხება გასული წლის ტრიუმფატორს, წელს ის მერვე ადგილს დასჯერდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ამ ეტაპისთვის, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში, Tesla Model Y-ის მხოლოდ 101,181 ერთეული გაიყიდა. მიუხედავად გასული წლის შემდეგ მკვეთრი ვარდნისა, Model Y ბაზარზე კვლავ ყველაზე გაყიდვად ახალ ელექტრომოდელად რჩება.