ლოს ანჯელესში მისტიკური Porsche 911 გამოჩნდა
ის მოდერნიზებულ 911 GT1 Strassenversion-ს ჰგავს.
Monterey-ის ყოველწლიური საავტომობილო კვირეული გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალიფორნიაში საინტერესო მანქანები იყრის თავს. პაპარაცებმა ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ძალზედ საინტერესო და იდუმალი ავტომობილი დააფიქსირეს. ერთი შეხედვით ის Porsche 911 GT1 Strassenversion-ს ჰგავს, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით ეჭვები დაგებადებათ. რატომ?
ამ ავტომობილის იდუმალება იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში არ ვიცით რა მანქანას ვუყურებთ სურათზე.
მანქანის ფორმა Strassenversion-ს საოცრად ჰგავს. თუმცა, ხომ გაგიგიათ რომ „ეშმაკი დეტალებშია”? უკან უზარმაზარი ფრთის ნაცვლად, ე.წ. „დაქთეილი“ გვაქვს. გვერდითა საჰაეროები უფრო დიდი და ოთხკუთხედია. განსხვავებული ფორმა აქვს მაშუქებსაც. სავარაუდოდ, საქმე 90-იანი წლების საკულტო მოდელის თანამედროვე ვერსიასთან გვაქვს. თუმცა, ეს ყოველივე მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა.
View this post on Instagram
მეორე ჰიპოთეზა ისაა, რომ ის RML Group-ის მიერ, Le Mans-ის 911-ის შთაგონებითაა შექმნილი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიამ ახალი ავტომობილის გამშვება რამდენიმე დღის წინ დააანონსა. თუმცა, Strasenversion-ის მსგავსად ის ზემოთ მიბმულ მოდელს ბოლომდე მაინც არ ჰგავს.
Monterey Car Week-ის ღონისძიებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. სავარაუდოდ, კითხვებს პასუხი მალე გაეცემა. CrystalAuto-ს მკითხველებს კი ინფორმაციას დროულად მივაწვდით.