Aa Aa
15 აგვისტო 2024  |  16:06

გადაიხდიდით $120,000-ს ამ Honda S2000-ში?

ასეთ გამორჩეულ კაბრიოლებეტებს Honda ნამდვილად აღარ ქმნის, თუმცა ეს S2000 პრაქტიკულად ახალია.

მსოფლიოში ალბათ ძალიან ცოტა კაბრიოლეტი ავტომობილი თუ მოიძებნება, რომელიც შეძლებს და კონკურენციას Honda S2000-ს გაუწევს. მსგავსად გამორჩეულ და გამძლე კაბრიოლეტებს, ბოლო პერიოდში Honda, შეიძლება ითქვას, რომ აღარც კი ქმნის. თუმცა, ცოტა ხნის წინ, გასაყიდად ეს საკულტო S2000 გამოჩნდა, რომელიც ფაქტობრივად ახალივით გამოიყურება.

1999 წლის იაპონური მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. მარჯვენასაჭიანი Honda 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი - 208 ნიუტონ მეტრია. ეს S2000 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი და ძრავის მთლიან სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. ავტომობილი 1,260 კილოგრამს იწონის.

ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ მანქანა წარმოუდგენლად დაბალი გარბენი აქვს. 1999 წლის Honda-ს, შექმნიდან დღემდე, სულ რაღაც 1,200 კილომეტრი აქვს დაფარული.

ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, ამჟამინდელი მფლობელი S2000-ის დათმობას იაფად არ გეგმავს. ავტომობილის საწყისი ღირებულება $120 000-ია. შედეგად, ეს Honda იმდენივე ღირს, რამდენიც ბოლო წლის Porsche 911 Carrera და უფრო ძვირია, ვიდრე სრულად ახალი Chevrolet Corvette Z06.

ნებისმიერ შემთხვევაში, მფლობელი ამ ფასზე უარის თქმას არ აპირებს და შესაძლოა ნახოს კიდეც მსურველი, რომელიც 1999 წლის ავტომობილში $120 ათასს გადაიხდის. S2000-ის გაყიდვის შესახებ განცხადება აუქციონის სახლ Bring A Trailer-ის პლატფორმაზეა განთავსებული.

მანქანის გასაყიდი ფასი მართალია საკმაოდ მაღალია, თუმცა წარსულის გათვალიწინებით წარმოუდგენელი არაფერია. პანდემიის პერიოდში 320 კილომეტრის გარბენის მქონე 2009 წლის S2000 CR $200 000-ად გაიყიდა. ეს მანქანა ავტომოყვარულებში ბევრად უფრო მოთხოვნადია, მაგრამ არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ამ S2000-ის გასაყიდი ფასიც მიაღწევს მაღალ ნიშნულებს.

გაზიარება: