Ford, Mazda, Mustang, Ford Ranger, GT, Mazda CX-9, Mazda RX-8
Aa
Aa

Ford-ი და Mazda მძღოლებს აფრთხილებენ: არ მართოთ ეს ავტომობილები

Ford-მა და Mazda-მ 457,000-მდე ძველი ავტომობილის მძღოლს მათი მანქანების მართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ავტომწარმოებლების განცხადებით, მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების დეფექტია. არსებობს შანსი, რომ ავარიის დროს გახსნის მაგივრად, აფეთქდეს.

Ford-ისა და Mazda-ს რჩევა - „არ მართოთ ავტომობილი“ – 2004-დან 2015 წლამდე გამოსულ მოდელებს ეხება. მათ შორისაა ცოტა ხნის წინ უკან გაწვეული Ford Ranger-ი, GT-ი, Mustang-ი, ასევე Mazda CX-9 და RX-8-ის მანქანები. შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამაც.

ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები Takata-ს მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშებითაა აღჭურვილი. ავტომწარმოებლების ვარაუდით, არსებობს შანსი, რომ ეს უსაფრთხოების ბალიშები ავარიის დროს, მაღალი სიცხისა და ტენიანობის ზემოქმედებით აფეთქდეს. აფეთქების შემთხვევაში კი ლითონის ნამსხვრევები მანქანის სალონში მოხვდება. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ ავტომობილების ნაწილი 20 წელზე დიდი ასაკისაა, რაც ავარიის დროს, მისი აფეთქების რისკსაც ზრდის.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო, რასაც მისი აფეთქება მოჰყვა, 27 ადამიანი დაიღუპა. ამავე მიზეზით, აშშ-ში 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ადმინისტრაცია მოუწოდებს მძღოლებს კარგად შეამოწმონ, ხომ არ ხვდება მათი ავტომობილი გამაფრთხილებელ სიაში. ამ შემთხვევაში მფლობელებს შეუძლიათ ავტომწარმოებლებს მიმართონ და დეფექტიანი უსაფრთხოების ბალიშები სრულიად უფასოდ გამოცვლა მოითხოვონ.

მსგავსი სიახლეები