Aa Aa
19 აგვისტო 2024  |  12:51

ეს 1974 წლის Mercedes-ი იდეალური ჰიპსტერულ RV-ია

ავტომობილს დიზელზე მომუშავე ძრავა აქვს და 12-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

თითქმის ყველა მოგზაურობა სახალისო და დამამახსოვრებელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არსებობს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ მოგზაურობა ბევრად უფრო გამორჩეული გახადოს. ამის მაგალითი კი 1974 წლის ეს Mercedes-ია, რომელიც იდეალურ RV-იდ გადაიქცა.

დღეს „ფურგონებში“ ცხოვრება ახალ ტენდენციად იქცა, მდიდრული და ძვირად ღირებული RV-ებიც თითქოსდა მოდაში შემოვიდა. მართალია ეს Mercedes-Benz LA 1113 B Variomobil-ი ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე „ჰიპსტერული“ RV-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა. მანქანა 5.7-ლიტრიანი დიზელის ძრავითა და 12-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ძრავა სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს და დაახლოებით 187 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  

მთავარი, რაც ამ Mercedes-ს გამოარჩევს მისი უნიკალური ექსტერიერი და ინტერიერია. RV-ის შიდა სივრცე მოიცავს სამზარეულოს - თავისი ნიჟარითა და გაზქურით, სავარძლები მაგიდით, აბაზანა, აქვეა ტელევიზორი, მაცივარი და ბევრი სათავსოც. მანქანას კორპუსზე სამი, 180-ვატიანი მზის პანელი აქვს დამაგრებული და რამდენიმე გარე დინამიკის აქვს - სტერეო სისტემიდან მუსიკის გასაშვებად.

ლოგისტიკური საკითხებიც მოგვარებულია. Mercedes-ის ჰიპსტერული RV-ი 450-ლიტრიანი საწვავის ავზით, 300-ლიტრიანი მტკნარი წყლის ავზითა და 200-ლიტრიანი გადამუშავებული წყლის ავზითაა აღჭურვილი. ამას ემატება ნავიგაცია და wifi. ყველაფერი იმისთვის, რაც რამდენიმედღიანი მოგზაურობისთვის სრულებით საკმარისია.  

გაზიარება: