კვლევა, Toyota, Toyota Tundra, 4Runner, Sequoia, Tacoma, Highlander
Aa
Aa

ტოპ-5 ყველაზე გამძლე მანქანიდან ხუთივე Toyota-ა

უახლეს ანგარიშში, iSeeCars-მა ყველაზე გამძლე მანქანები წარადგინა. ორგანიზაციამ კვლევა 402 მილიონი ავტომობილის მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოა და საბოლოო შეფასებით, 400 000 კილომეტრზე, ყველაზე გამძლე მანქანების სია წარადგინა. 

iSeeCars-ის წლევანდელ კვლევაში წარმოდგენილი 420 მილიონზე მეტი ავტომობილიდან, რეალურად მხოლოდ 8.6%-ს აქვს შესაძლებლობა ოდომეტრზე 400 000-კილომეტრიან ნიშნულს მიაღწიოს. წლის ყველაზე გამძლე ავტომობილების რეიტინგში პირველ ხუთ პოზიციაზე Toyota-ს მოდელები არიან წარმოდგენილნი - სიის ლიდერი კი Toyota Tundra-ა, 36.6%-იანი შანსით, რომ მანქანამ მინიმუმ 400 ათასი კილომეტრის გავლა შეძლოს. 

ყველაზე გამძლე მოდელების პირველ ხუთეულში, Tundra-ს Sequoia, 4Runner-ი, Tacoma და Highlander-ი მოსდევს. თითოეული მოდელის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მანქანის ოდომეტრზე 400 000 კილომეტრზე მეტი დაეწეროს, 26%-ს სცდება. 

საერთო ჯამში, რეიტინგის მიერ გამოვლენილ 30 ყველაზე გამძლე მანქანას შორის Toyota-ს 10 მოდელია. ტოპ-30-ში მოხვდა Honda-ს შვიდი და GM-ის ექვსი მოდელი. 

„თანამედროვე ავტომობილები წინამორბედებთან შედარებით ბევრად უფრო გამძლე ხდება. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტომობილების შესაძლებლობა 160 ათას კილომეტრზე სრულდება. თუმცა ჩვენი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს. წლევანდელი სიის ცხრა საუკეთესო მანქანას აქვს მინიმუმ 20%-იანი შანსი, სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, 400 000 კილომეტრზე მეტი დაფაროს“, - განაცხადა iSeeCars-ის ანალიტიკოსმა კარლ ბრაუერმა. 

კვლევით დადასტურდა, რომ SUV-ებს სედანებთან შედარებით ბევრად გამძლე ავტომობილებია. ანგარიშის მიხედვით, SUV-ებს საშუალოდ 7.8%-იანი შანსი აქვთ 400 ათას კილომეტრს მიაღწიონ, როდესაც სედანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5.4%-ია. ამასთან ერთად, SUV-ებიდან საუკეთესო ხუთს ამ შედეგის მიღწევის მინიმუმ 20%-იანი შანსი აქვს. 

მსგავსი სიახლეები