Cybertruck-ი ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია
გამოსვლის დღიდან, Tesla-ს Cybertruck-ის გარშემო, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. ამის მიუხედავად, ავტომობილი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოპულარობას არ კარგავს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მოდელად რჩება.
როგორც ივლისის თვის მონაცემებიდან ირკვევა, თავის საფასო კატეგორიაში - $100 000-ზე ძვირად ღირებული ავტომობილები - Cybertruck-ი ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. სხვა ვერცერთმა ავტომწარმოებელმა, მათ შორის Mercedes-მა და Porsche-მ, Tesla-ს შედეგები ვერ გააუმჯობესა. ივლისში, მყიდველებმა ავტომობილზე საშუალოდ $111,018 დახარჯეს, რაც მას ექვსნიშნა ღირებულების მქონე მანქანების კატეგორიაში ანაწილებს.
ეს მონაცემები შესაძლოა გასაკვირი იყოს იმ უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელიც ამ მოდელის მიმართ საზოგადოებას აქვს. ამას Cybertruck-ის უკმაყოფილო მომხმარებლებიც ემატება. თუმცა, ავტომობილი პოპულარობას მაინც ინარჩუნებს და მის მფლობელებს შორის ბევრ ცნობილ სახესაც ვხვდებით.
ამასთან ერთდ, ექვსნიშნიანი ღირებულების მქონე ავტომობილების კატეგორიისთვის, $111,018 საკმაოდ დაბალი ფასია. თუმცა ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ Cybertruck-მა გაყიდვებით ტრადიციულ, ბენზინზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებს გადაუსწრო.
„აშშ-ში მრავალფეროვნება უყვართ და ეს საავტომობილო ინდუსტრიაშიც შესამჩნევია. არსებობს ბევრი ძვირად ღირებული მანქანა, თუმცა მომხმარებლები ხშირად უპირატესობას იმ ავტომობილებს ანიჭებენ, რომელთა ფასი საშუალოზე შედარებით დაბალია“, განაცხადა ერინ კიტინგმა, Cox Automotive-ის აღმასრულებელმა ანალიტიკოსმა.
ბოლო მონაცემები იმასაც ცხადყოფს, რომ ბენზინზე მომუშავე მაღალი კლასის მანქანების ფასი სულ უფრო და უფრო იმატებს. როგორც ჩანს, მათი მაღალი კლასისა და გამძლეობის მიუხედავად, მყიდველები უპირატესობას მაინც Cybertruck-ს ანიჭებენ. ეს შესაძლოა გამკაცრებული რეგულაციებითა და ელექტრომობილებზე შეღავათებით აიხსნას, რადგან მსოფლიო შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სრულად შესაჩერებლად ემზადება.