Aa Aa
20 აგვისტო 2024  |  17:04

მსოფლიოში ერთადერთი: Ferrari F40 აუქციონზე იყიდება

ბევრი ავტომოყვარული Ferrari F40-ს ყველა დროის საუკეთესო „სუპერქარებს“ შორის დაასახელებს. შესაბამისად, ეს მანქანა დღემდე ბევრისთვის საოცნებო მოდელად რჩება. ამჯერად მისი ერთადერთი Mint Green ფერის ეგზემპლარი გასაყიდად აუქციონზეა გამოტანილი. ავტომობილის სავარაუდო ფასად $1.9-$2.5 მილიონი სახელდება.

ეს F40, შასის ნომრით 88538, თავდაპირველად Rosso Corsa-ს ფერი იყო. ერთ დროს მანქანა გერმანული Ferrari Club-ის იმდროინდელ პრეზიდენტს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1998 წელს, დაზიანების შემდეგ გაყიდა. ახალმა მფლობელმა Ferrari შეაკეთა და გადაღება.

ამის შემდგომ ავტომობილმა კიდევ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. მანქანა ჯერ 2014 წელს აუქციონზე გაიყიდა, 2021 წელს კი მისი ამჟამინდელი მფლობელის ხელში აღმოჩნდა. სწორედ მან გადაღება Ferrari უნიკალურ ფერში. იმის მაგივრად, რომ მანქანისთვის თავდაპირველი წითელი ფერი დაებრუნებინა, მფლობელმა შთაგონება 250 GTO-დან - შასის ნომერი 350 - მიიღო და Ferrari-სთვის ღია მწვანე ფერი აირჩია. შეცვალა ინტერიერის დიზაინიც.

ზოგადად Ferrari თავისი მანქანების მოდიფიცირებას არ ემხრობა ხოლმე. თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა. F40-ის ამ დიზაინისთვის იტალიურმა ავტომწარმოებელმა Amalgam-ს 1:8 და 1:18 მასშტაბის მოდელების დასამზადებლად ლიცენზიაც მისცა. თუმცა ეს F40, რომელიც ამჟამად აუქციონზე იყიდება, კვლავ ერთადერთი ეგზემპლარია.

მოდიფიცირების მიუხედავად, ექსკლუზიური F40 კვლავ ინარჩუნებს ქარხნულ ძრავასა და გადაცემათა კოლოფს. ბოლო მფლობელმა ყველა სითხე 2022 წელს შეცვალა და მანქანის განახლებაზე, ბოლო 18 თვის განმავლობაში €43,000-ზე მეტიც დახარჯა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილს 31 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.

გაზიარება: