Lamborghini, Ferrari SF90, Tesla Model S Plaid, Lamborghini Revuelto, Nissan 200SX
Aa
Aa

ხუთი წლის ბავშვი Lamborghini Revuelto-ს 310კმ/სთ-ით მართავს

ზეინ სოფოუღლუ თურქი მოტოციკლისტის, ქენან სოფოუღლუს ვაჟია. ის ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა თუმცა უკვე ბევრისთვის საოცნებო „სუპერქარებს“ მართავს. ერთ-ერთი ასეთი გამოცდილებისას ის Lamborghini Revuelto-ს საჭესთან აღმოჩნდა.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ჩანს სოფუოღლუ, რომელსაც თავზე ჩაფხუტი უკეთია და სპეციალურ, შედარებით მცირე ზომის სავარძელში ზის. ხუთი წლის ბავშვი 10001 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ატარებს. ამ დროს მამამისი მგზავრის სავარძელშია, მაგრამ ბავში ავტომობილს სრულიად დამოუკიდებლად მართავს.

ხუთი წლის სოფოუღლუ დროსელს არ კეტავს, სანამ ციფრულ სპიდომეტრზე 312 კმ/სთ არ ციმციმდება. ამ შედეგის მიღწევა ბევრისთვის, ასაკის მიუხედავადაც, საშიში და წარმოუდგენელია.

ზეინის Instagram-ზე გამოქვეყნებული კონტენტით მარტივი მისახვედრია, რომ მანქანების, და მათ შორის „სუპერქარების“ მართვა მისთვის უცხო გამოცდილება ნამდვილად არ არის. მცირე ასაკის მიუხედავად, ზეინი მართავს მოიციკლებს, კარტინგსა და სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს. სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოებში ზეინი Tesla Model S Plaid-ის, Nissan 200SX-ისა და Ferrari SF90-ის საჭესთან გვხვდება. ამ ასაკშიც კი მას უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე მძღოლთა უმრავლესობას.

ამ გამოცდილების დახმარებით, Lamborghini-ით 312 კილომეტრი/საათის განვითარებისას, ზეინი სრულად მხოლოდ მანქანის მართვაზეა კონცენტრირებული. ამ შედეგით ბევრმა მას ყველაზე სწრაფი ბავშვის სტატუსიც კი მიანიჭა. თავად კი პრიზად რბოლის დასასრულს დონატებს იღებს.

მსგავსი სიახლეები