Aa Aa
22 აგვისტო 2024  |  14:40

ათწლეულის ყველაზე ლამაზი Mercedes-ი? – 2026 წლის Mercedes-Maybach SL-ი

Mercedes-Maybach SL 680 Monogram Series-ს AMG-ის ორტურბინიანი V8 ძრავა აქვს.

საავტომობილო სამყაროს, რამდენიმე დღის წინ, ახალი Mercedes-Maybach მოევლინა. თუმცა, ის არც ლიმუზინია და არც უზარმაზარი SUV-ი. თქვენ წინაშე 2026 წლის SL 680 Monogram Series-ია, რომელიც SL როდსტერის უფრო გაუმჯობესებული ვერსიაა. ეს გაუჯობესება კი, რა თქმა უნდა, მდიდრულობის მიმართულებითაა.

Maybach-ის ახალი ქმნილება ორ ფერში, Red Ambience-ი და White Ambience-ში გამოვა. ცხვირს სპეციალურად განათებული ცხაურა და ემბლემა დაამშვენებს. მაშუქებზე ოქროსფერი აქცენტებია, ხოლო დეტალები ქრომითაა დაფარული. მსურველები ამ მოდელების შეძენას 5-ქიმიანი Monoblock-ით ან მრავალქიმიანი, 21-დუიმიანი დისკებით შეძლებენ.






შეცვლილია სახურავიც. რბილი მასალისგან დამზადებულ კაბრილეტ სისტემას ახლა Maybach-ის ლოგოები ამშვენებს და ძვირადღირებული მასალითაა დამზადებული. მყიდველებს ამ ლოგოების კაპოტზე გადატანის შესაძლებლობაც ექნებათ. Maybach-მა სპეციალურად შექმნა უკანა მაშუქებიც. ასევე, უნიკალურია გამონაბოლქვი სისტემის მაყუჩები.

მდიდრული სტილი გვხვდება სალონშიც. იქ ე.წ. Crystal White Nappa ტყავით თითქმის ყველა დეტალია დამშვენებული. განსაკუთრებულია საჭე, სატერფულები და კარის სახელურებიც.







მექანიკურ დონეზე, Maybach-ის SL-ი AMG SL63-ისგან მნიშვნელოვნად არაა განსხვავებული. 4.0-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ისევ 577 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდება. მოძრავ ოთხივე საბურავთან ერთად, ოთხივე უხვევს. გადაცემათა კოლოფი ავტომატური 9-სიჩქარიანია.

კომფორტის სახელით, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განხორციელდა. Maybach SL-ში ხმის იზოლაცია უფრო უხვად არის გამოყენებული. დაბალ ტონალობაშია ძრავის ხმაც. დაკიდების სისტემა კი დარბილებულია.

სამწუხაროდ, Mercedes-Maybach SL680 Monogram Series-ის ფასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ნათქვამი. თუმცა, ფაქტი ერთია - ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია, რაც Mercedes-ს ბოლო წლებში შეუქმნია.

გაზიარება: