ჩინური EV-ის პროტოტიპს გვერდულად გაჩერება შეუძლია
IM Motors-ის თანამედროვე ტექნოლოგია ჩვეულებრივი პარკირების სისტემებისგან განსხვავებულია.
ბოლო წლებში, ავტომწარმოებლები მანქანების თვითპარკირების სისტემის დახვეწაზე აქტიურად მუშაობენ. თუმცა ჩინური კომპანია IM Motors-ი, როგორც ჩანს ყველანაირ მოლოდინს გასცდა და პარკირების არსებული სისტემებისგან სრულად განსხვავებული და თანამედროვე ტექნოლოგია წარმოგვიდგინა.
რამდენიმე დღის წინ, IM Motors-მა სოციალურ ქსელში ახალი კლიპი გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ქალი, რომელიც მანქანიდან გადმოდის, კარებს ხურავს, კარების დახურვის შემდეგ კი ავტომობილი შეუფერხებლად გვერდულად პარკინგდება და კედელთან ჩერდება.
თუმცა ახლო ხედიდან მარტივი შესამჩნევია, რომ სისტემა სულაც არაა ისეთი ავტომატიზირებული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, მანქანის საჭესთან მძღოლი ზის, რომელიც საჭეს გვერდზე აბრუნებს და მხოლოდ მისი დახმარებით ახერხებს ავტომობილიც საპარკინგე ადგილზე გაჩერებას. კადრებში ისიც ჩანს, რომ მანქანის წინა ბორბლები, გაჩერებულ მდგომარეობაში, უკვე მარცხნივ იყო შემობრუნებული. მძღოლის მიერ საჭის მობრუნების შემდეგ კი, ავტომობილი მარტივად პარკინგდება.
სედანის ელექტროძრავები, რომლებსაც შეუძლიათ წინა საბურავების წინ დატრიალება და უკანასი უკან, მანქანას საშუალებას აძლევს პირდაპირ გვერდულად დაპარკინგდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ტრადიციული“ პარკირება თავის უკანასკნელ დღეებსაც ითვლის.
ამ ეტაპისთვის, IM Motors-ის ახალი მოდელის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს მანქანა, ზომებსა და ფორმაში, ავტომწარმოებლის ამჟამინდელ, ელექტროსედანს - L6-ს წააგავს. თუმცა ეს ახალი ვერსია შესაძლოა სრულად ახალი მოდელიც აღმოჩნდეს. უცნობია ისიც, თუ როდის შესთავაზებს IM Motors-ი პარკირების ახალ სისტემას ფართო საზოგადოებას.