პირველად, BMW-იმ ელექტრომობილების გაყიდვებით Tesla-ს გადაასწრო
პირველად, ევროპაში BMW-ის ელექტრომობილების გაყიდვებმა Tesla-ს შედეგებს გადაუსწრო.
2024 წლის ივლისის მონაცემებით, BMW-ი ევროპაში, ელექტრომობილების გაყიდვების მხრივ, პირველ ადგილს იკავებს. ამ შედეგით, რეგიონში პირველად, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Tesla-ს გადაუსწრო.
მხოლოდ ივლისის თვეში, BMW-იმ ევროპის კონტინენტზე 14,869 ერთეული ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი გაყიდა. შედეგად, BMW-ის ელექტრომობილების გაყიდვები ევროპაში, ერთი სრული წლის ინტერვალით, 35%-ით გაიზარდა.
თუმცა, წამყვანი პოზიციის დაკარგვის მიუხედავად, ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი კვლავ Tesla-ს ეკუთვნის. ივლისში, Model Y-ის რეგისტრაციის 9,544 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა უახლესი თაობის Volvo EX30, მესამე და მეოთხე პოზიციებს კი VW ID.4 და Tesla Model 3 ინაწილებენ.
JATO Dynamics-ის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში ევროპაში, 1.03 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. შედეგად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ავტომობილების გაყიდვები წელს 2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, 6%-ით, 139,300 ერთეულამდე შემცირდა ევროპაში, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების გაყიდვები. შემცირდა BEV-ის ბაზრის წილიც - 13.5%-მდე.
ავტომწარმოებლების მიხედვით, ივლისის თვის ლიდერი Volkswagen-ი იყო. გასულ თვეში ევროპაში Volkswagen-ის 108,959 მანქანა გაიყიდა. მეორე ადგილზეა Toyota - 75,338 ავტომობილით და BMW - 64,012 ავტომობილით.
იზრდება SUV-ების პოპულარობაც. 2024 წლის ივლისში SUV-ებმა ევროპაში ავტომობილების მთლიანი რეგისტრაციის რეკორდულ 54%-ს მიაღწიეს. ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ათეულშიც ხუთი პოზიცია სწორედ SUV-ებს ეკავათ.
რაც შეეხება ბოლო ნახევარი წლის მონაცემებს, ავტომობილებს, ამ მხრივ ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მონაცემებით, იანვარ-ივნისის პერიოდში, ყველაზე გაყიდვადი ახალი მოდელი Dacia Sandero იყო. წლის პირველ ექვს თვეში, ევროპაში ამ მოდელის 143,596 ერთეული დარეგისტრირდა. Sandero ევროპაში წლებია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად რჩება, ნაწილობრივ მისი ხელმისაწვდომი ფასიდან - €11,500 - გამომდინარე.
მეორე ადგილზე VW Golf-ია. 2024 წლის პირველ ნახევარში ამ მოდელის 114,623 ერთეული დარეგისტრირდა, ხოლო მესამე ადგილზე, 114,623 გაყიდული მოდელით, Renault Clio გავიდა. პატარა ფრანგულ ჰეჩბეკს მოჰყვება VW T-Roc-ი, ევროპაში ყველაზე გაყიდვადი SUV, წელს 111,381 ახალი რეგისტრაციით.