ამ Bugatti Chiron-ის მაშუქები ახალი Porsche 911-ის ფასი ღირს
მხოლოდ რამდენიმე ავტომობილს თუ აქვს ისეთი გამორჩეული მაშუქები, როგორიც ამ Bugatti Chiron-ს. ამ მაშუქებით ავტომობილის ცნობა ტრასაზე არცერთ ავტომოყვარულს გაუჭირდება. თუმცა ეს მანქანები გზებზე არც თუ ისე ხშირად შეგხვდებათ. ამის მიზეზი კი მისი უნიკალურობაა - ავტომწარმოებელმა Chiron-ის მხოლოდ 500 ეგზემპლარი შექმნა.
ექსკლუზიურობას კი თავისი ფასიც აქვს. როდესაც მსგავს ავტომობილს ყიდულობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მისი შენახვაც საკმაოდ მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არანაკლებ იაფი ჯდება მისი ნაწილების შეძენა, რაშიც eBay-ზე გაკეთებული განცხადებაც დაგარწმუნებთ.
როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ, eBay-ზე Chiron-ის მაშუქების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლატფორმაზე Valeo-ს მაშუქები განათავსა, თვალშისაცემი ღირებულებით. ეს მაშუქები Pur Sport-თან და Super Sport 300+-თან თავსებადია და ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, არც მეტი არც ნაკლები, 164,000 აშშ დოლარი ღირს.
არ მოგესმათ - Chiron-ის მაშუქების ღირებულება $164 ათასია. ზუსტად იმდენი, რამდენადაც თქვენ სრულად ახალი 911 Carrera GTS-ის შეძენა შეგიძლიათ. და პლუს, ამ ღირებულებას ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება, რადგან მისი მიწოდება პოლონეთიდან უნდა განხორციელდეს. გასაგები მიზეზებისადა გამო, მისი მიწოდება უკრაინასა და რუსეთში არ მოხდება. თუმცა ტრანსპორტირება ევროპის ფარგლებს გარეთაც შესაძლებელია, მაგრად რა დაჯდება ეს, ამ დროისთვის უცნობია.
აღწერილობის მიხედვით, ეს მაშუქები „მეორადია“, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაშია. მისი ავთენტიკურობის დასამოწმებლად, ვებგვერდზე მაშუქების უნიკალური კოდიც მითითებულია. საინტერესოა, რომ პოლონურ ვებგვერდზე იგივე ტიპის, რამდენიმე სხვა მაშუქიც გვხვდება. მათი ფასი კი ამ Chiron-ის ღირებულებასთან შედარებით დაბალია და დაახლოებით, $100,000-ის ფარგლებში მერყეობს.