Tesla-მ გერმანული ქარხანის მშენებლობისას 500 ათასი ხე მოჭრა
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მტკიცებით, ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ გერმანიაში, გიგაქარხნის მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 500 ათასი ხე მოჭრა. ორგანიზაციის განცხადებით, Tesla-ს ქმედებით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 13 ათასი ტონით გაიზარდა.
ბრალდების საპასუხოდ Tesla აცხადებს, რომ კომპანიამ 2024 წელს, ტყის აღდგენის ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, 1 მილიონზე მეტი ხე დარგო.
Kayrros-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების ამერიკულმა კომპანიამ, 2020 წლიდან 2023 წლის მაისამდე, 813 ჰექტარი ტყე გაანადგურა. მათი მონაცემებით, Tesla-ს მიერ ტყის გაჩეხით, იმდენივე ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვი წარმოიქმნა, რამდენსაც ერთი შიგა წვის ძრავის მანქანა 53 მილიონი კილომეტრის გამოყოფისას, ან ჯამში 3 000 მანქანა მთელი წლის განმავლობაში გამოყოფს.
გერმანიაში მდებარე Tesla-ს ქარხანა წლებია განხილვის საკითხად იქცა. გასულ თვეში, გარემოს დაცვის სამინისტრომ, ქარხნის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. იმავე გეგმით, Tesla გერმანულ ქარხანაში ელექტრომობილების წარმოებას ყოველწლიურად 1 მილიონ მანქანამდეც გააორმაგებს. ქარხნის გაფართოების გეგმამ გარემოსდაცვით ორგანიზაციათა პროტესტი გამოიწვია. მაისში, ქარხნის ტერიტორიაზე 800-მდე დემონსტრანტიც შეიჭრა.
„ბოლო წლებში, „გრინვოშინგის“ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიები მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - განაცხადა Kayrros-ის პრეზიდენტმა მედიასთან და სიმართლის დასადგენად სატელიტური გამოსახულებები მოითხოვა. ცნობისთვის, „გრინვოშინგის“ დროს კომპანიას მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და არწმუნებს, რომ მათი საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთაა.
1 mio trees planted in 2024 alone pic.twitter.com/R1UDsqwz7R
— Tesla Manufacturing (@gigafactories) July 17, 2024
ის ფაქტი, რომ ქარხნის მშენებლობის პროცესში 500 ათასამდე ხე მოიჭრა, ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. მთავარი Tesla-ს განცხადებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ზარალის ასანაზღაურებლად მან გერმანიაში მილიონზე მეტი ხე დარგო. ამის დასტურად კომპანიამ პლატფორმა X-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა.