ამ ულამაზეს 8 Series-ს M5-ის ძრავა და განიერი კორპუსი აქვს
858 CSL-ის სახელით შექმნილ მოდელს კარბონისგან დამზადებული კორპუსის დეტალები, უნიკალური ცხვირი და ახალი მაშუქები აქვს.
BMW-ს თავის მრავალწლიან ისტორიაში მერვე სერიის მხოლოდ ორი თაობა ჰყავს გამოშვებული. პირველი გამოშვება თითქმის 10 წელი იწარმოებოდა. 90-იანებში კი ბავარიელებმა ამ სერიის თაროზე შემოდება განიზრახეს. ასე და ამგვარად, მერვე სერია 20 წლის განმავლობაში აღარ გამოსულა. E31 წარუმატებელი გაყიდვების გამო გამოდგა. თუმცა, ამ მანქანის საოცარი დიზაინი და სტილი დავიწყებას მაინც არ მისცემია. ამ მოდელზე გულშემატკივრები დღემდე გიჟდებიან. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც Reyn Speed Shop-მა ერთი გამოშვების E31 შექმნა. ეს საოცარი მანქანა Monterey Car Week-ზეც გამოჩნდა.
მოდელს 858 CSL-ი ჰქვია და კარბონის კორპუსის დეტალები აქვს. ყველა მანქანა, რომელსაც CSL-ის წარწერა აქვს ხომ დაბალი წონით გამოირჩევა?! ამასთან ერთად, შეცვლილია წინა და უკანა ბამპერების დიზაინიც. უფრო დაბერილია ფრთები. წინა მაშუქები საერთოდ ახალია. კაპოტზე კი აგრესიული ჭრილები გვაქვს. უნიკალურია ეს ალუმინის დისკებიც, რომელიც ხრახნების დასამალად ცენტრალური ხუფით არის დამშვენებული.
ერთი გამოშვების ვერსიისთვის ახალი ძრავაც შეარჩიეს. ქარხნული V8 ან V12 ძრავის ნაცვლად ახლა ის 5.0-ლიტრიანი V10-ით აღჭურვილი, რომელიც E60 თაობის M5-დან არის აღებული. თუმცა Reyn Speed Shop-ს ამ პროექტის ასე მარტივად გადაგორება არ სურდა. მათ აგრეგატს მოდიფიცირება ჩაუტარეს და მოცულობა 5.8 ლიტრამდე გაზარდეს. ეს მხეცური ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაც დააწყვილეს.
კომპანიას განახლებული ძალოვანი აგრეგატის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს აგრეგატი ქარხნულ 500 ცხენის ძალაზე და 520 ნიუტონ მეტრზე გაცილებით მეტს გამოიმუშავებს.
როგორ ფიქრობთ, რამდენი ცხენის ძალა ექნება ამ მანქანას? მოგწონთ მისი ვიზუალი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.