ვიღაცამ წელს „ახალი“ Fiat Multipla შეიძინა
2024 წელს გაყიდულ ე.წ. „ზომბ“ ავტომობილებს შორის მოხვდა მოდელი, რომლის წარმოებაც 1995 წელს შეწყდა.
მაშინ, როდესაც მძღოლთა დიდი ნაწილი, კომფორტისთვის, თანამედროვე ავტომობილებს ირჩევს, როგორც აღმოჩნდა თავისი „მყიდველი“ ეგრეთ წოდებულ „ზომბ“ ავტომობილებსაც ჰყავს. ამას მოწმობს ანალიტიკურ ფირმა Dataforce-ის მონაცემები, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დარეგისტრირებული მანქანების სიას გვაწვდის. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის მასშტაბით რეგისტრირებულ ახალ ავტომობილებში, შესამჩნევად ბევრი რელიკვია მოხვდა.
მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ მანქანად აღიარებული Fiat Multipla, რომელიც უცნობმა პირმა გასულ თვეში შეიძინა. უცნობია წელს გაყიდული მოდელი Fiat-ის თავდაპირველი ვერსიაა თუ ფეისლიფტი. რომელიც არ უნდა იყოს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს მანქანა სულ მცირე 14 წლის წინაა გამოშვებული. ცნობისთვის, Multipla 1997-2010 წლებში გამოდიოდა.
თუმცა ეს Multipla ერთადერთი მოდელი არაა, რომლის წარმოებაც „საუკუნეების“ წინ შეწყდა, თუმცა წელს გაყიდული მანქანების სიაში მაინც მოხვდა. 2024 წლის „ზომბ“ მოდელებს შორის მოხვდა კიდევ უფრო ძველი, Nissan 350Z, რომლის წარმოებაც 2008 წელს შეჩერდა, აქვეა უფრო პრაქტიკული Volvo V50, უნივერსალი, რომელიც ავტომწარმოებელს 2012 წლის შემდეგ აღარ გამოუშვია.
მაგრამ ეს ყველაფერი კვლავ არაა. 2024 წლის პირველ ნახევარში გაყიდულ რელიკვიებს შორისაა: Mercedes CLK, Aston Martin DB7, Ford Ka, Alfa Romeo 159, Jaguar S-Type და Rolls-Royce Corniche-იც კი. ეს უკანასკნელი ბოლოს თითქმის 30 წლის წინ გამოვიდა და სიის ყველაზე ძველი ავტომობილიცაა. ამავე სიაშია XJS-ის ორი მოდელი - მანქანა, რომლის წარმოებაც Jaguar-მა 1996 წელს შეწყვიტა.
ქვემოთ წარმოდგენილ სიაში კი, წელს გაყიდულ იმ 15 მოდელს წარმოგიდგენთ, რომელთა წარმოებაც 2010 წლამდე შეწყდა:
მოდელი | გაყიდული რაოდენობა | წარმოების შეწყვეტის წელი |
Aston Martin DB7 | 1 | 2004 |
BMW Z3 | 1 | 2002 |
BMW Z8 | 1 | 2003 |
Rolls-Royce Corniche | 1 | 1995 |
Ferrari 550/575 | 1 | 2006 |
Ferrari F430 | 1 | 2009 |
Jaguar S-Type | 2 | 2007 |
Jaguar XJS | 2 | 1996 |
Honda Prelude | 1 | 2001 |
Mercedes CLK | 1 | 2009 |
Nissan 350Z | 1 | 2008 |
Alfa Romeo 147 | 1 | 2010 |
Alfa Romeo 159 | 1 | 2011 |
Alfa Romeo GT | 1 | 2010 |
Fiat Barchetta | 3 | 2005 |