ძრავა, Honda, Civic, Honda Civic
Aa
Aa

როგორ გამოიყურება Honda Civic-ის ძრავა 400 000 კმ-ის გავლის შემდეგ

სათანადოდ მოვლის შემთხვევაში, 2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებულ Honda-ს ძრავებს ნამდვილად შეუძლიათ „სამუდამოდ“ იმუშაონ. 

Honda-ს მოდელები, პლანეტის ყველაზე სანდო ავტომობილებს შორის, არაერთხელ დასახელებულა. მართლაც, მოეპყარით Honda-ს სწორად და სათანადო მოვლის შემთხვევაში ეჭვგარეშეა, რომ ის ასობით ათასი კილომეტრის გავლის შემთხვევაშიც კი არ გიმტყუნებთ. 

ამ Civic-ის ძრავაც Honda-ს სანდოობის ერთ-ერთი დამადასტურებელია. Civic-ის ეს ძრავა მხოლოდ მაშინ გამოცვალეს, როდესაც მანქანას 400 000 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი და ამის მიუხედავადაც, ძრავა შიგნიდან წარმოუდგენლად სუფთა აღმოჩნდა. 

2003 წლის Honda Civic-ის 1.7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავის განადგურება, საკუთარ თავზე, YouTube-არხმა აიღო. I Do Cars-ის გუნდის წევრებმა მიზნად Civic-ის ძრავის შიგნეულობის გამოკვლევა დაისახეს. მათ სურდათ გაეგოთ, თუ როგორ გამოიყურება ძრავის შიგნეულობა მაშინ, როდესაც მას 400 000 კილომეტრზე მეტი უკვე დაფარული აქვს. 

ძრავის ღვედი დიდი ხნის შესაცვლელი აღმოჩნდა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, საერთო ჯამში ძრავა დამაკმაყოფილებლად გამოიყურებოდა. კარგ მდგომარეობაში დახვდათ ძრავის თავაკები და დგუშები. მაგრამ, რასაკვირველია, 400 000 კილომეტრის გარბენმა ძრავაზე თავისი კვალი მაინც დატოვა: გაცვეთილი იყო ცილინდრის კედლები, ასევე მუხლა ლილვის ძირითადი და დამაკავშირებელი საკიდარი. 

წამყვანებმა კარტერში ნამსხვრევებიც აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, ამ ძრავის მთავარი პრობლემა ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებია, რომელმაც შესაძლოა რიგი პრობლემები, მათ შორის გამაგრილებლის გადაწვა გამოიწვიოს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ძრავას კვლავ შეუძლია მუშაობა განაგრძოს.

მსგავსი სიახლეები