Golf, Volkswagen, Volkswagen Golf
Aa
Aa

ეს 900 ცხენის ძალის Golf-ი 400 მეტრს 10 წამში ფარავს

ეს Mk2 Volkswagen Golf-ი კაპოტქვეშ ტურბინიან VR6-ს მალავს და სრულად ამძრავია. 

ერთი შეხედვით, Volkswagen-ის ეს კონკრეტული მანქანაც შესაძლოა სტანდარტულ Golf-ს ჰგავდეს, თუმცა რეალურად, მის უკან დიდი შესაძლებლობები იმალება. ავტომობილი უახლესი Volkswagen-ის 2.9-ლიტრიანი VR6 ძრავითაა აღჭურვილი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ძრავა, მანქანის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რადიკალურადაა შეცვლილი.

კერძოდ კი, ძრავის გარკვეული ნაწილები განახლებული და მორგებულია, BorgWarner-ის ტურბინისგან წარმოქმნილ დამატებით სიმძლავრესთან გასამკლავებლად. ამ ცვლილებებით, Golf-ის ძრავა ბერვად ეფექტიანად მუშაობს და მანქანის წარმადობასაც აუმჯობესებს. 

Engine Swap Depot-ის თანახმად, ერთობლივი ძალისხმევით, მანქანა 898 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი დაახლოებით 1 000 ნიუტონ მეტრია. ამას ემატება ის ფაქტი, რომ სიმძლავრე 5-სიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება და მანქანა სრული ამძრავია, რასაც კომპანია თანამედროვე 4Motion-ს უწოდებს. 

VeeDubRacing-ის YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს მეოთხედი მილის (402 მეტრი) გარბენზე ეჯიბრება. მათ შორისაა ეს Golf-იც, რომელმაც ცდის განმავლობაში, 402-მეტრიანი მანძილი რამდენჯერმე დაფარა. 

ავტომობილმა საუკეთესო შედეგი 10.07 წამი დააფიქსირა, 240 კმ/სთ-ის სიჩქარით. შესაძლოა ეს არაფრად ჩანდეს ისეთ „სუპერქარებთან“ შედარებით, როგორებიც Rimac Nevera ან Porsche 911 Turbo S-ია, მაგრამ ეს შედეგი მაინც წარმოუდგენლად შთამბეჭდავია, მითუმეტეს თუ Golf-ის აეროდინამიკური ფორმისა და წევის შეზღუდვებს გავითვალისწინებთ. გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, ეს მანქანა შემდგომში შესაძლოა 9-წამიან დიაპაზონშიც კი მოხვდეს. 

მსგავსი სიახლეები