Aa Aa
3 სექტემბერი 2024  |  15:48

ექვსი წლით გაუჩინარებული Porsche 993

მაშინ, როდესაც კლასიკური Porsche 911 Turbo-ს ფასები მეორადი ავტომობილების აუქციონებზე ზრდას განაგრძობს, შედარებით რთული წარმოსადგენია 933, რომელიც წლების განმავლობაში უბრალოდ „მიგდებული“ იყო. თუმცა მსგავსი ფაქტებიც ხდება და ამის ერთ-ერთი მაგალითი ეს 933 Turbo-ა, რომელიც 6-წლიანი გაუჩინარების შემდეგ საუდის არაბეთში აღმოაჩინეს. 

მანქანის მდგომარეობის ამსახველი რეალური ფოტოები პლატფორმა Reddit-ის მომხმარებელმა განათავსა, აღწერით: „ამ ავტომობილს ძალიან მძიმე ისტორია აქვს. მანქანა იდეალურ მდგომარეობაში იყო, სანამ ერთ დღეს არ მოიპარეს და ჩემმა მეგობარმა, ექვსი წლის შემდეგ, მიტოვებულ სახელოსნოში არ იპოვა. შემდეგი ნაბიჯი მისი აღდგენა იქნება“. 

Porsche 933 Turbo-ს დახეული და ჭუჭყიანი ნაჭერი აქვს გადაფარებული და ამის მიუხედავადაც მთლიანად ჭუჭყსა და მტვერშია დაფარული, დაზიანებულია მანქანის უკანა ბამპერიც. ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში 933-ის ინტერიერია, კრემისფერი ტყავის სავარძლებით. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველიც დარჩენილია. მანქანას რაიმე სერიოზული დაზიანება არ აქვს, რის გამოც, მისი აღდგენა და ტრასაზე დაბრუნება, ბოლომდე ლოგიკას მოკლებულიც არაა. 

993-ის თაობა Porsche-ს მოყვარულთა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ავტომწარმოებელმა მოდელი 1995 წელს წარადგინა. Porsche 993 Turbo 3.6-ლიტრიანი, ორტურბინიანი კომპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამასთან ერთად 993 თაობაში, Turbo ვერსიის პირველი სრულად ამძრავი მოდელი იყო, რომელსაც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ფართო უკანა ფარები, სპორტული ბამპერები და დიდი ზომის ფრთა მას კოლექციონერებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მოდელად აქცევს. სწორედ ეს მახასითებლები გამოარჩევს მას Turbo-ს სხვა თაობებისგან. 

გაზიარება: