Aa Aa
4 სექტემბერი 2024  |  16:58

ქურდებმა სპორტული 911-ებით სავსე ტრაილერი გაიტაცეს

პოლიციამ ტრაილერს მიაგნო, თუმცა ტვირთი სადაც 1.5-მილიონი დოლარის ავტომობილები და აღჭურვილობა იყო, გაქრა.

ფლორიდაში დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია სერიოზულ შარშია. რბოლაში მონაწილეობისა და მანქანების გაწურვის ნაცვლად, ახლა ისინი მანქანების მოძიებითა და პოლიციასთან თანამშრომლობით არიან დაკავებულები. პოლიციამ ტრაილერი იპოვა, თუმცა, 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი და აღჭურვილობა გამქრალია. 


View this post on Instagram

A post shared by RS1 (@rennsport_one)

ქურდობა ფლორიდაში, მაიამიში მოხდა. ორი ადამიანი Rennsport-One-ის პარკინგზე შევიდა. 20 წუთის შემდეგ კი სატვირთ გაიტაცეს. კომპანიას ტრაილერი GPS-ით ჰყავდა აღჭურვილი, მაგრამ ბოლო მონაცემების გადაცემა გატაცებიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ სატვირთოს 110 კმ-ის მოშორებით მიაგნო. ის ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას იყო მიტოვებული.

Broward Sheriff-ის წარმომადგენლობა ტრაილერს ამ დრომდე ეძებს. ბიზნესის ხელმძღვანელმა, ჯასტინ ბელინზონიმ კი პირადი გამომძიებელი დაიქირავა. ტრაილერში Porsche-ს ოთხი მანქანა, აღჭურვილობა და მანქანის ნაწილები იყო განთავსებული. ახლა კი კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს.

Rennsport-One-ი დიდ ფულად ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც გამოძიებას მოპარული ტვირთის პოვნაში დაეხმარება.

გაზიარება: