BMW, E Ink
Aa
Aa

BMW-ს ქამელეონი E Ink-ის წარმოება შესაძლოა 2027 წელს დაიწყოს

E Ink-ის ინჟინერს სურს, რომ მსოფლიოში ყველა BMW-ს E Ink-ი ჰქონდეს.

ოდესმე გნდომებიათ თქვენი ავტომობილი სხვა ფერი ყოფილიყო? ამისათვის თქვენ ათასობით ლარი მანქანის შეღებვაში ან ფირის გადაკვრაში უნდა დახარჯოთ. ამ პატარა ბარიერის გადასახად, ბავარიულ ავტომწარმოებელს ჩინებული ტექნოლოგია აქვს. შესაძლოა BMW პირველი მწარმოებელი იყოს, რომელიც მალე E Ink-ით მანქანების წარმოებას დაიწყებს.

გერმანულმა ბრენდმა თავისი უახლესი, დამაინტრიგებელი ქამელეონი ტექნოლოგია 2022 წელს გვაჩვენა. მას შემდეგ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ახლა სხვადასხვა ფორმებისა და ნიმუშების სხვადასხვა ფერებში გამოსახვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის სერიულ მანქანაში ინტეგრირებას ბევრი სკეპტიკურად აფასებდა, მისი შემქმნელი ინჟინერი ამ საკითხს ძალზედ ოპტიმისტურად უყურებს.

 

„შესაძლოა ეს ყველაზე იაფიანი ტექნოლოგია არ იყოს, თუმცა, დასაწყისისთვის შერჩეულ ბაზრებზე მისი ინტეგრირება შეიძლება. შემდეგ კი, იმედი მაქვს, უფრო მეტად გავრცელდება,“ - ახადებს სტელა კლარკი. 



 



მანქანაზე ფერების მონაცვლეობა მხოლოდ თავის მოსაწონებელი ფუნქცია არ იქნება. მისი მეშვეობით მფლობელებს ცხელ ამინდში, მანქანის თეთრი ფერის „ჩართვა“ შეეძლებათ და ავტომობილი ნაკლებად გახურდება. სისტემას სამუშაოდ ძალზედ მცირე ენერგია ესაჭიროება.

 

„როდესაც მანქანა ჩამქრალია, ის ზუსტად ის ფერი რჩება, რომელიც მფლობელმა ბოლოს შეარჩია. E Ink-ის მუშაობისთვის დაქოქვა არაა საჭირო. მთელი სისტემა 20 ვატზე მუშაობს და ბევრ ენერგიას არ მოიხმარს. ეს იგივეა, რომ სახლში ერთი პატარა ნათურა გქონდეთ ჩართული“ - დაამატა სტელამ.

 

თუმცა, საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ არის. გასათვალისწინებელია უსაფრთხოებაც. მძღოლებმა მანქანის ფერების მონაცვლეობითა და სხვადასხვა ფერადი ფიგურების გამოსახვით სხვა მძღოლებს ყურადღება არ უნდა გაუფანტონ. ამის მოსაგვარებლად, კლარკი მიიჩნევს, რომ E Ink-ის მიერ ფერების მონაცვლეობა მხოლოდ მაშინ იყოს ხელმისაწვდომი, როდესაც მანქანა იდგება.

რას ფიქრობთ ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით? უნდა გამოვიდეს თუ არა BMW-ს სამომავლო მოდელები E Ink-ით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები