სიჩქარის გადაჭარბება, სიჩქარის ზღვარი, კანონები, შეზღუდვები
Aa
Aa

კალიფორნია ახალ მანქანებში სიჩქარის ზარის დამატებას განიხილავს

კალიფორნიის შტატი სიჩქარის შეზღუდვის გასაკონტროლებლად ახალი რეგულაციების დანერგვას განიხილავს. სენატში წარდგენილი კანონპროექტით, უახლოეს მომავალში, შტატში გაყიდულ ყველა ახალ ავტომობილზე, შესაძლოა „გამაფრთხილებელი ზარის“ დაყენება გახდეს სავალდებულო. 

მოწყობილობას, რომელიც ავტომობილებში განთავსდება, „ხანმოკლე და ერთჯერადი აუდიოვიზუალური გაფრთხილება“ ექნება, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსცემს, თუ მძღოლი დაწესებულ სიჩქარის ლიმიტს მინიმუმ 15 კილომეტრ/საათით გადააჭარბებს. კანონპროექტი, რომ ძალაში შევიდეს, ახლა მას ხელი შტატის გუბერნატორმა უნდა მოაწეროს. საკანონმდებლო ორგანოს კანონის უკან გასაწვევად ან ვეტოს დასადებად 60 დღე ექნება. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2030 წლის შემდეგ, შტატში გაყიდულ და იჯარით გაცემულ ყველა მოდელზე გამაფრთხილებელი სისტემის დაყენება სავალდებულო გახდება. თუმცა გამონაკლისი იქნება ზოგიერთი სატვირთო და მოტოციკლი. ასევე, სასწრაფო დახმარების მანქანები. სიჩქარის ლიმიტის დასადგენად, სისტემა GPS-იდა მიღებულ ინფორმაციასა და წინ მიმართულ კამერას გამოიყენებს, რომელსაც სიჩქარის შეზღუდვის ნიშნების იდენტიფიცირება შეუძლია.

თუმცა, მანქანებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემები, გარკვეულ შემთხვევებში სიჩქარის არასწორ ლიმიტს აჩვენებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, იმ ზონებში, სადაც რამდენიმე სიჩქარის ლიმიტი არსებობს, სისტემა მის მაქსიმალურ მაჩვენებელს გამოიყენებს. ამ მიდგომით, მძღოლები ნაკლებად იქნებიან დაძაბულნი და დიდი შანსია, რომ მანქანაც ბევრად უფრო უსაფრთხოდ მართონ. 

თუმცა, ეჭვებს ეს მიდგომაც ბადებს. მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა სისტემებმა ინფორმაცია პირდაპირ სახელისუფლებო დაწესებულებებს ან სადაზღვევოებს გაუზიაროს. რაც თავის მხრივ, მგზავრთა შესაძლო დაჯარიმების შემთხვევებსაც გაზრდის. 

მსგავსი სიახლეები