Mercedes-Benz, ელექტრომობილი, S-Class, Mercedes-Benz S-Class EV, Mercedes-Benz S-Class, Mercedes-Benz EQS
Aa
Aa

Mercedes-Benz S-Class EV: რა ვიცით ახალი ელექტრომობილის შესახებ?

ახალ და გამკაცრებულ რეგულაციებთან ერთად, ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ბაზარზე გაძლიერების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. ერთ-ერთმა პირველმა ახალ სივრცეში სწორედ Mercedes-Benz-მა შეაბიჯა, თუმცა ავტომწარმოებლის EQS-ებმა მომხმარებელთა დიდი აღფრთოვანება ვერ დაიმსახურა. 

ახლა კი, Mercedes-Benz-ი მზადაა EQS-ესის მოდელები ახალი, ელექტრო S-Class-ით შეცვალოს. Mercedes-ის ახალი თაობის ფლაგმანურ სედანს როგორც ტრადიციულ, ასევე ელექტროვერსიაში ვიხილავთ. მაინც რას უნდა ველოდოთ ახალ S-Class-ში? 

ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია: პირველ რიგში, რაც Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლა კალენიუსმა Autocar-თან განაცხადა არის სწორედ ის, რომ ამ მოდელს ჩვენ შემდეგი თაობიდან უკვე ორ ვერსიაში: ერთს შიგა წვის ძრავით, და მეორესაც ელექტრომობილად ვიხილავთ. რაც შეეხება სახელწოდებას: მოდელის დასახელება შესაძლოა ისეთივე მარტივი იყოს, როგორიც E-აღნიშვნის დამატებაა. ანდაც, შეიძლება ახალი მოდელის სახელწოდებაში S-Class-ს შესაძლოა EQ-სიმბოლოები დაემატოს- როგორც ეს ახალი ელექტრო G-Class-ის შემთხვევაში ხდება.  

EQS-ის არსებულ მოდელებთან შედარებით, შემდეგი თაობის S-Class-ს უფრო მეტად ტრადიციული სედანის ფორმა ექნება. თუმცა EQS-ის ხაზის კრიტიკის მიუხედავადაც, კალენიუსმა უკვე დაადასტურა, რომ დიზაინით, როგორც ელექტრო, ასევე შიგა წვის ახალი S-Class-ები EQS-ის მსგავსი იქნება. ახალ ელექტრომოდელში EQS-ის ისეთი მახასიათებლები დაგვხდება, როგორიცაა: შავი პანელის ცხაურა, რომელიც შეუმჩნევლად ფარებშიც გადადის. ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ახალი თაობის ავტომობილში გვერდითი სარკეების ნაცვლად, კარის ელექტროსახელურები და კამერები იქნება გამოყენებული. 

მსგავსი დიზაინის მიუხედავად, Mercedes-ი შიგაწვისა და ელექტრომოდელების დასამზადებლად სხვადასხვა პლატფორმას გამოიყენებს. გავრცელებული ხმებით, შიგა წვის მოდელისთვის ავტომწარმოებელი S-Class-ის MRA-ს გააუმჯობესებს, ხოლო ელექტროვერსიას MB.EA Large-ის ბაზაზე შექმნის. საინტერესოა ისიც, რომ Mercedes-მა მის ახალ მოდელში შესაძლოა კონკურენტის, Tesla Model S-ის ე.წ. Yoke-საჭე გამოიყენოს.  

თუმცა ამ ეტაპზე, არ გვაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს - ეს ახალი მოდელების შესაძლებლობებს ეხება. შესაბამისად ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ცხენის ძალა ან მაბრუნი მომენტი ექნებათ შემდეგი თაობის S-Class-ებს. მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომწარმოებელი ახალ მოდელებში როგორც ერთ, ასევე ორძრავიან ვერსიებს შემოგვთავაზებს, დაახლოებით 360 ცხენის ძალითა და 500 ცხენის ძალით. ბატარეები კი შეგვიძლია 100 კვტ/სთ-ით განვსაზღვროთ, რაც დაახლოებით 550-დან 800 კილომეტრამდე დაფარვას უზრუნველყოფს. 

ამჟამინდელი თაობის W223 S-კლასის დებიუტი 2020 წელს შედგა. ახალ მოდელებს კი დიდი ალბათობით 2029-2030 წლამდე არ უნდა ველოდოთ. აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის EQS-ის ფასი $105 550-დან იწყება, S-Class კი უფრო ძვირია და $118 450-ს აღწევს. ასე რომ, აზრს მოკლებული არ იქნება, თუ ახალ მოდელების ფასად $120 000-იან დიაპაზონს განვიხილავთ. 

მსგავსი სიახლეები