Aa Aa
9 სექტემბერი 2024  |  15:47

Mercedes-ი ჩინეთში მასშტაბური ინევსტიციისთვის ემზადება

მხოლოდ გასულ წელს Mercedes-მა ჩინეთში 737 200 მანქანა გაყიდა, რაც ქვეყანას ავტომწარმოებლისთვის უმსხვილეს, ერთიან ბაზრად აქცევს. 

გერმანული ავტომწარმოებელი ჩინურ ოპერაციებში მასშტაბური ინვესტიციისთვის ემზადება. მთავარი აქცენტი SUV-ებზე და ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი გაყიდვების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გაკეთდება. 

ჩინეთი, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ძვირად ღირებული ავტომწარმოებლების სამიზნე ბაზრადაა ქცეული. მხოლოდ გასულ წელს, Mercedes Benz-მა ჩინეთში 737 200 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც ბევრად აღემატება ევროპაში გატანილ 659 400 ერთეულსა და აშშ-ში გაყიდულ 298 000 მანქანას.

ამის მიუხედავადაც, 2023 წელს, ჩინეთში Mercedes-ის მარკის ავტომობილების გაყიდვები 7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ჩინეთის ტერიტორიაზე 2%-ით დავარდა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა გასული წლის მეოთხე კვარტალში, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გერმანული Mercedes-ის გაყიდვები 8%-ით დაეცა. 

თუმცა იანვარი-ივლისის პერიოდში, Mercedes-მა ჩინეთში 416 000 ერთეული მანქანა გაყიდა - რაც 9%-იანი მატებაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ზრდა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა და ავტომწარმოებელმაც, თავისი შემდგომი გეგმები, სწორედ ამ რიცხვებს მოარგო. ასე გადაწყდა ჩინეთში ინვესტიციების გაძლიერება. 

არსებული ცნობებით, პარტნიორებთან ერთად, Mercedes Benz-ი ჩინეთში $1.9 მილიარდის ინვესტიციის განსახორციელებლად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომწარმოებელი ჩინეთში, დიდი ალბათობით, აქცენტს GLE-ების მოდელების განვითარებაზე გააკეთებს, თუმცა ამ მოდელებს სტანდარტულთან შედარებით, წესით უფრო გრძელი თვლების ბაზა ექნებათ.

ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ე.წ. LWB (Long Wheelbase) ჩინეთში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას კი ის ფაქტიც ემატება, რომ სწორედ ეს მოდელები იწარმოება ჩინეთში, განსხვავებით სტანდარტული GLE-ისგან, რომელიც იმპორტირებულია აშშ-დან. ახალი GLE-ის თვლების ბაზა, სავარაუდოდ, 300 მმ-ით გაიზრდება. 

ეს ყველაფერი არაა: Mercedes-Benz-ი ჩინური ხაზის გაფართოებას შემდეგი თაობის CLA-თაც გეგმავს. ავტომწარმოებელი ამ მოდელის, როგორც შიგა წვის, ასევე ელექტროვერსიებსაც შემოგვთავაზებს.

ამის პარალელურად მოდელი, რომელიც ჩინეთში განსაკუთრებით ცუდი შედეგებით იყიდება EQS-ია. არც ესაა გასაკვირი, რადგან EQS-მა დიდად პოპულარობა ვერც ჩინეთის საზღვრებს გარეთ მოიპოვა. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთში EQS-ის მხოლოდ 663 ერთეული გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული შედეგის ნახევარზე ნაკლებია. 

გაზიარება: