იაფი და ეკონომიური: 2019 წლის Toyota Prius C
2019 წლის Toyota Prius C ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ჰიბრიდული ავტომობილია. მისი სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის Toyota Prius-ზე უნდა იყოს დაფუძნებული, მაგრამ ეს ასე არაა. ის Yaris-ის ბაზაზეა. C-ს ჯამში 99 ცხენის ძალა ჩვეულებრივი Prius-ის 134-ზე ნაკლებია. მანქანა ძალიან ეკონომიურია. მძღოლის დამხმარე ფუნქციები საბაზისო მოდელისთვისაც კი სტანდარტულია. შესაძლოა, თავისი ეკონომიურობის, ეკოლოგიურობისა და დაბალი ფასის გამო, ეს ავტომობილი ბერვისთვის მოსაწონი აღმოჩნდეს, მაგრამ, მისი კონკურენტების წინ, მაგალითად, Hyundai Ioniq-ის, ვერ დავაყენებთ.
რა იყო ახალი 2019 წლისთვის?
2019 წლის Prius C-ს ვერსიები ოთხიდან ორამდე შემცირდა. სახელებში რიცხვები ასოებმა ჩაანაცვა: L და LE. მიუხედავად რამდენიმე მცირე განახლებისა, მანქანა ძირითადად უცვლელი დარჩა. ექსტერიერისა და ინტერიერის რამდენიმე ფერი ამოიღეს. ორტონიანი ინტერიერის ფერი ახლა ხელმისაწვდომია. 16-ინჩიანი დისკები ხელმისაწვდომი აღარაა.
ფასი
- L: $22,460
- LE: $23,885
2019 წლის ყველაზე „მაგარი“ მოდელიც კი ძვირი არ ღირს და, საბაზისო მოდელისგან განსხვავებით, უფრო აღჭურვილია. მას ინტეგრირებული ნავიგაციის სისტემა აქვს. ორივე მოდელისთვის მძღოლის დამხმარე ფუნქციები, როგორებიცაა, წინა შეჯახებაზე გაფრთხილება, ავტომატური დამუხრუჭება, ზოლიდან გადასვალზე გაფრთხილება, სტანდარტულია. არც ერთ მოდელს რაიმე პაკეტი ან ვერსია არ ემატება. ამიტომ, ერთადერთი რისი შეცვლაც შეგიძლიათ, ინტერიერის ფერია.
ძრავა და მართვადობა
დადებითი: მსუბუქი წონა ნიშნავს საავარიო დამუხრუჭების ნაკლებ სამუხრუჭე მანძილს.
უარყოფითი: ცუდი აჩქარება და უხეში მართვადობა. მოსახვევებში არადამაჯერებლობა.
Prius C სახალისო მართვის და მაღალი სიჩქარის შემოთავაზება არ შეუძლია. მის ჰიბრიდულ ძრავას ბევრი რამ აკლია. 1.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა და ბატარეა ჯამში 99 ცხენის ძალას გამოიმუშავენს. პატარა Toyota თავს თითქოს უხერხულად გრძნობს. მანქანას ნიკელ-მეტალის ბატარეა აქვს, რომელიც 0.9კვ/სთ-ს გამოიმუშავებს. მართალია, ცხენის ძალების მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ ეს ავტომობილი მხოლოდ 1,147 კილოგრამს იწონის. CVT და წინაწამყვანი ვერსია ერთადერთი არჩევანია. სამწუხაროდ, C-ს ასაჩქარებლად CVT ვერაფერს აკეთებს.
C-ს თვლების მოკლე ბაზა იმას ნიშნავს, რომ გზის უსწორმასწორობაზე მანქანა დახტუნავს და საკმაოდ არაკომფორტულია. მოსახვევებში C უფრო მაღალ ავტომობილად გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეშია. დადებით შეფასებას მხოლოდ მუხრუჭის სატერფული იმსახურებს. სხვა ჰიბრიდების შემთხვევაში სატერფული ცოტა რბილი ჩანს ხოლმე. Prius C -ს ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვს. მუხრუჭის სატერფული თავდაჯერებულად გამოიყურება. არც ზედმეტად რბილია და არც ზედმეტად უხეში.
საწვავის მოხმარება
მანქანა მეტად ეკონომიური რომ იყოს, ალბათ, მის უარყოფით მხარეებზე თვალის დახუჭვა უფრო ადვილი იქნებოდა.
ქალაქში 100კმ-ზე 4.9 ლიტრს საწვავას მოიხმარს, ტარასზე 5.5 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი 5.2 ლიტრს. ამ მაჩვენებლების შედარება მცირე ზომის სედანის მაჩვენებლებთან თავისუფლად შეიძლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა სეგმენტში თავის კონკურენტებს ჩამორჩება.
ექსტერიერი და ინტერიერი
დადებითი: წინ გზა კარგად ჩანს. დაბალი ძირი მანქანის დატვირთვას აადვილებს.
უარყოფითი: სალონში ცოტა სივრცეა. უკანა სავარძლები მოუხერხებელია და ფუნქციები აკლია.
ჩვეულებრივი Prius-ის დიზაინი ბვერი ავტომოყვარულისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. C რომ მის სტილს არ იმეორებს, ეს უკვე კარგი ამბავია. ის უფრო Yaris-ს ჰგავს, თუმცა, უნიკალური დეტალებიც აქვს. პროპორციები დაბალანსებულია. ცხვირი უკეთ გამოიყურება, ვიდრე Yaris-ზე. ცხაურა მანქანის დიზაინს ცოტათი ახალისებს. ავტომობილის უკანა მაშუქები იმდენად დაბლაა, რომ საბარგულის გამოყენებას არაპრაქტიკულს ხდის.
Prius C სეგმენტში სხვა კომპაქტურ მანქანებზეც კი პატარაა. ინტერიერს რომ სივრცე აკლია, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. დაბალი ფასის გამო, სალონში მაღალი ხარისხის მატერიას არც უნდა ველოდოთ და არც არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მანქანის მოსაწყენი ინტერიერი შევაქოთ. ინტერიერის ერთადერთი ფუფუნება გათბობადი სავარძლებია. სალონში ნივთებისთვის სივრცის აშკარა ნაკლებობაა. ცენტრალური კონსოლი ძალიან პატარაა.
საბარგულის მოცულობა 484 ლიტრია. ამ პატარა ზომის მანქანის საბარგულში იმდენივე ტვირთის ჩატევაა შესაძლებელი, რამდენისაც საშუალო ზომის სედანში. მასში 4 ჩემოდანი ჩაეტევა.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა
ყველა Prius C-სთვის სტანდარტულია Toyota-ს Entune საინფრომაციო-გასართობი სისტემა. მართალია, მისი გამოყენება რთული არაა, მაგრამ ბრძანებებზე ნელა რეაგირებს და ბევრი ფუნქცია აკლია. ყველა მოდელს 6.1-ინჩიანი სენსორული ეკრანი აქვს. CD ფლეიერი სტანდარტულია. Apple CarPlay და Android Auto ხელმისაწვდომი არაა. მხოლოდ USB პორტისა და AUX-ის ამარა რჩებით.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
უსაფრთხოების ტესტებში C-ს ღვედებმა მაქსიმალურ შეფასება დაიმსახურა. სხვა ტესტებშიც დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა, თავის კონკურენტებს მაინც ჩამორჩა. მანქანას მძღოლის დამხმარე ბევრი ფუნქცია არ აქვს, მაგრამ, რაც აქვს, ყველა სტანდარტულია:
- წინა შეჯახებაზე გაფრთხილება ავტომატური დამუხრუჭების სისტემით;
- ავტომატური მაღალ-სხივიანი წინა მაშუქები;
- ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება.
ეს ფუნქციები თქვენი უსაფრთხოების დასაცავად არც თუ ისე ცოტაა.
დასკვა
2019 წლის Prius C-ს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მათ შორის, არაკომფორტული მართვადობა და სალონში სივიწროე. მისი დადებითი მხარე ეკონომიურობაა, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სეგმენტში უფრო ეკონომიური ავტომობილებიც არსებობს. ამ მანქანის ექსტერიერით შეიძლება არ მოიხიბლოთ, მაგრამ არც გაგაღიზიანებთ. ეკონომიურობასთან ერთად, მანქანის მთავარი პლუსი მისი დაბალი ფასია. მძღოლის დამხმარე ფუნქციები საბაზისო მოდელისთვისაც სტანდარტულია. LE მოდელში დამატებითი თანხის გადახდა ბევრს არაფერს ცვლის. ამიტომ, თუ ამდენ უარყოფით მხარეზე თვალს დახუჭავთ და ამ მანქანის ყიდვას გადაწყვეთ, L ვერსია უფრო ადეკვატური არჩევანია.