Tesla, Top Gear, ჯეიმს მეი, Cybertruck, Grand Tour, Tesla Cybertruck
Aa
Aa

რას ფიქრობს ჯეიმს მეი Cybertruck-ზე?

„ბავშვური“ და „ცოტა არ იყოს სახალისო“.

Top Gear-ისა და Grand Tour-ის ლეგენდარული ტრიო არაერთი „სუპერქარისა“ თუ ლეგენდარული მოდელის საჭესთან გვინახავს. ცოტას თუ ჰქონია შესაძლებლობა თავადვე გამოეცადა იმდენი ავტომობილი, რამდენიც ამ სამეულმა, გადაცემის მსვლელობისას შეძლო. შესაბამისად, მათი შეფასებაც ბევრი ავტომოყვარულისთვის საინტერესო და კვალიფიციურია. 

ამჯერად ტრიოს ერთ-ერთმა წევრმა, ჯერემი მეიმ Tesla-ს ცნობილი ტანკის შეფასება გადაწყვიტა. Cybertruck-ი ალბათ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოდელია. ელექტრომობილის გარშემო აზრი გამოსვლის დღიდან ორადაა გაყოფილი. Cybertruck-ს ან „მტრები“ ჰყავს, ან „მოყვარეები“. და მართალია, მეი დიდად პიკაპებს არ სწყალობს, უკმაყოფილო Cybertruck-ით ნამდვილად არ დარჩენილა. 

Cybertruck-ის ექსტერიერი ყველა სხვა მოდელისგან განსხვავებული. თუმცა, მაშინ, როდესაც ეს ელექტრომობილი უხეში ფორმებით გამოირჩევა, ინტერიერი, რეალურად, Tesla-ს სხვა ყველა ელექტრომობილის მსგავსი აქვს - დაწყებული პირველ რიგში მისი დიდი ეკრანებით. მეის Cybertruck-ს გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა: მაგალითად, მანქანის წინა მხარეს, მეტალის ნაწილები ერთმანეთში მყარად არ თავსდებოდა. 

თუმცა მეის შეფასებით, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ Cybertruck-ის დიზაინის მიმართ, ფაქტი ცალსახაა: ამ მოდელის ექსტერიერი ყურადღებას ნამდვილად იქცევს. მოდელის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულების ერთ-ერთ მიზეზად ტელეწამყვანი სწორედ მის დიზაინს ასახელებს. 

საინტერესოა ისიც, რომ მეიმ Tesla-ს „ტანკს“ „ბავშვური“, „ცოტა არ იყოს სახალისო“ და „ბურუსით მოცული“ უწოდა. თუმცა, აქვე ისიც დაამატა, რომ ამ მოდელის „არსებობით მადლობელია“. მეიმ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ Tesla-ს დისპლეების მიმართ თავადაც ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად სულაც არ სურს Cybertruck-ი ჰყავდეს, მეი დიზაინით გაოცებული დარჩა და მასკს რჩევაც მისცა - შექმნას იმავე დიზაინის, ოღონდ Model Y-ის ან უფრო პატარა ზომის მოდელი. Model Y-ის ზომის Cybertruck-ს კი, როგორც ამბობს, თავადაც სიამოვნებით შეიძენდა. 

.

მსგავსი სიახლეები