Toyota, გინესის მსოფლიო რეკორდი, Toyota Prius, Toyota Prius LE
Aa
Aa

Toyota Prius LE-მ საწვავის მოხმარების რეკორდი მოხსნა

ახალმა Toyota Prius LE-მ გინესის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე გადაადგილებისას, ავტომობილი 100 კილომეტრზე საშუალოდ მხოლოდ 2.5 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, რაც რეკორდულად საწვავის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

უენ გერდესმა თავისი Toyota Prius LE-ით 5 168 კილომეტრზე მეტი დაფარა - მათ შორის შემაღლებულ ადგილებსა და ექსტრემალურ პირობებში. და მაშინ, თუ ჰიბრიდს მძღოლებისთვის მსგავსი ეკონომიურობის შეთავაზება შეუძლია, ისმის კითხვა - რაში სჭირდებათ მათ ელექტრომობილები?

Toyota-ს განცხადებით, საწვავის ეფექტიანობის რეკორდი მათთვის განსაკუთრებულია. თუმცა რეალურად, როგორც ავტომწარმოებელიც აღნიშნავს, მძღოლებს არ უნდა ეგონოთ, რომ საწვავის ამ რაოდენობის მოხმარება ყოველდღიური მართვისთვისაც დამახასიათებელი იქნება. 

ამის მიუხედავად, საწვავის მოხმარების ეფექტიანობის გასაზრდელად გერდესს მძღოლებისთვის რამდენიმე რჩევაც აქვს: მათ შორის გერდესი მძღოლებს ურჩევს გაჩერებული ავტომობილი ნელა დაძრან, მანქანის მართვის დროს კი აქსელერატორზე დაწოლა სტაბილურად შეინარჩუნონ. ასევე, გერდესის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის გაჩერებამდე აქსელერატორს ფეხი ნელა აუშვან - მანქანის იმპულსის მაქსიმალურად გამოყენებით. 

„რეკორდის დამყარება თითოეული ნაბიჯის დეტალურ დაგეგმვას მოითხოვს. ამას მომზადების გარეშე ვერ შეძლებ. მოულოდნელობის შემთხვევაში შენი გეგმის სრულად შეცვლა გიწევს და ამისთვისაც მზად უნდა იყო“, - აცხადებს Toyota Prius LE-ის მძღოლი. 

უცნობია, თუ რამდენი ლიტრი საწვავი დასჭირდა გერდესს მოგზაურობისას, ან რა დაუჯდა ავტომობილის ხელახლა შევსება. თუმცა ვიცით, რომ Prius-ის საწვავის ავზი 42 ლიტრს იტევს, რაც ნიშნავს, რომ ერთი სრულად შევსებული ავზით ავტომობილი 1 693 კილომეტრის გავლას შეძლებდა. ეს კი ყველა ავტომობილისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 

მსგავსი სიახლეები