საავტომობილო გზები, გომისმთა
Aa
Aa

გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო და დაზიანებული იყო.

გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში  გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები სრულად განახლდა. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. აღნიშნული საავტომობილო გზა საგზაო ნიშნებითაც აღიჭურვა.

May be an image of road and fog

ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი.  

გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში, გურიაში, არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.

May be an image of road, mountain and fog

ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები