Volkswagen, ID.4, Jetta, Tiguan, Tayron SUV, Mk8 Golf, Passat, B3 Passat
Aa
Aa

Volkswagen-ი პატარა ცხაურებს უბრუნდება

VW Taos-ს ფეისლიფტის დებიუტი გასულ კვირას შედგა. ახალ მოდელში რამდენიმე ძირითადი ცვლილება შევნიშნეთ: მათ შორის აღჭურვილობისა და განახლებული ძალური აგრეგატის სახით. თუმცა, მთავარი სიახლე ავტომობილის ცხაურია, რომელიც „თანამედროვე ტენდენციებისგან“ განსხვავებით, ზომაში გაზრდილი კი არა პირიქით - დაპატარავებულია. 

ავტომობილის შეცვლილი წინა ნაწილითა და დაპატარავებული ცხაურით, VW-ი, როგორც ჩანს, ცდილობს Taos-ის მოდელი უფრო მეტად მის ელექტრო SUV-ს, ID.4-ს დაამსგავსოს. განახლებებით, Taos-ის დიზაინი ბევრად უფრო თანამედროვეა და ფარების ნაწილიც უფრო მეტად გამოკვეთილი.

„დიზაინერებს სურდათ ეპოვათ საუკეთესო გზა ფარების ნაწილის გამოსაკვეთად. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ცხაურაში მათი მოთავსება, ბევრად კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა მომხმარებლებისგან ხშირად გვესმოდა, რომ მსგავსი ფორმით ფარები მანქანის დიზაინში თითქმის სრულად იკარგებოდა და არც ვიზუალურად მოსწონდათ ასეთი განლაგება“, - განაცხადა VW-ის წარმომადგენელმა მედიასთან. 

განახლებული Taos-ი პირველი VW არ არის, რომელსაც ვიწრო ცხაური აქვს. 2020 წლის Mk8 Golf-ი იყო სწორედ ის მოდელი, რომელმაც VW-ის შიგა წვის ავტომობილებში მსგავსი დიზაინი დანერგა და ეს ID.3 EV-ის იერსახის კოპირებით მოახერხა. მას შემდეგ ტენდენციას სხვა VW-ები, მათ შორის ახალი Jetta, ID.4 და ID.5 და ევროპული სპეციფიკაციის Tiguan და Passat შეუერთდნენ. 

„ქრომის სამი დეტალისგან შემდგარი ცხაური, წარსულში, VW-ის დიზაინის განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ მომხმარებელს ახლა უფრო მეტად თანამედროვე დიზაინის ხილვა სურს. თქვენ ნახავთ, რომ ახალი მიდგომა, ეტაპობრივად, ყველა მომდევნო მოდელში დაინერგება“, - განმარტა VW-ს სპიკერმა. ამ მანქანებში შედის ახალი Tiguan, რომელიც ამჯერად არა ევროპული Tiguan-ის, არამედ ჩინური Tayron SUV-ის ვერსია იქნება.

VW-ის მოდელებში, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, წლების განმავლობაში იცვლებოდა ცხაურის დიზაინი და ზომა. მაგალითად, მაშინ როდესაც 1980-იანი წლების დასაწყისის ადრინდელ მოდელებში - როგორიცაა Mk2 Golf, Jetta და Passat - Ford Sierra და Taurus-ის მსგავსი წინა ნაწილის დიზაინი საკმაოდ გვიან ვიხილეთ, თანამედროვე ტენდენციები ავტომწარმოებელმა B3 Passat-ში დანერგა.

განახლებებით B3 Passat-ი ჰაერით გაგრილებადი მოდელების დიზაინს წააგავდა და როგორც ჩანს, ახლა, ვიწრო ცხაურების დაბრუნებით, VW თავის უკანა ძრავიან წარსულსაც უბრუნდება. 

მსგავსი სიახლეები