BMW, Neue Klasse, BMW X5, Neue Klasse X, BMW iX5
Aa
Aa

როგორი იქნება ახალი BMW X5?

გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავისი პირველი SUV-ი, BMW X5, ზუსტად 25 წლის წინ წარადგინა. ხოლო X5-ის ბოლო მოდელი 2019 წელს გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში ბაზარზე მისი ახალი თაობა უნდა გამოჩნდეს. ახალ თაობაში კი, როგორც BMW აანონსებს, სრულად ელექტრო ძალოვან აგრეგატს უნდა ველოდოთ. 

BMW-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოდელის დიზაინში ავტომწარმოებლის უახლეს სტილის ტენდენციებსაც შევხდებით - ისეთს, როგორიც Neue Klasse X-ის კონცეფციაში უკვე ვიხილეთ. გერმანული ავტომწარმოებელი ახალ თაობაში ძრავის რამდენიმე ვარიანტსაც შემოგვთავაზებს. ამის მიუხედავად, რამდენიმე წელია დარჩენილი იმ დრომდე, სანამ BMW ახალ თაობას წარგვიდგენს და შესაბამისად, X5-ის შესახებ ავტომწარმოებელს დეტალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

ეჭვგარეშეა, რომ BMW, ახალ თაობაში, მოდელის არსებული სახელწოდების შენარჩუნებას გეგმავს. როგორც ამ წლის დასაწყისში ავტომწარმოებელმა დააანონსა, ბენზინზე მომუშავე BMW-ის მოდელების სახელწოდებაში „i“-დამატება გაქრება და ის მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების დასახელებაში დარჩება. შედეგად, მომავალში, გაუგებრობას აღარ გამოიწვევს ისეთი მოდელების ერთმანეთისგან გარჩევა, როგორებიც iX5 და X5 M60-ია, რადგან „i“-დამატება მხოლოდ ელექტრომობილებში იქნება. 

შემდეგი თაობის BMW X5 დიზაინის ელემენტებს Neue Klasse X კონცეფციიდან მიიღებს, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა. სხვა მხრივ მოდელი ინარჩუნებს კლასიკური SUV-ის ტრადიციულ პროპორციებს, თუმცა იყენებს თანამედროვე (და EV-ზე ორიენტირებულ) ელემენტებს, მათ შორის კარის სახელურებს. რენდერის მიხედვით, ავტომობილს სუპერთხელი თირკმელისებრი ცხაური და ფართო, სტილიზებული ფარები ექნება. 

ამ ეტაპისთვის უცნობია როგორი იქნება BMW-ის შინა ინტერიერი, თუმცა X5-ს შეუძლია განახლებული მაჩვენებელთა დაფა გამოიყენოს, რომელიც ავტომწარმოებელმა X-ის კონცეფციაში გამოიყენა. მას ჰქონდა ფართო ეკრანი და უფრო პატარა, ჰორიზონტალური დისპლეი ცენტრში, საინფორმაციო გასართობი სისტემისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი Neue Klasse-ის პლატფორმას უახლოეს პერიოდში წარადგენს, ახალი X5 სავარაუდოდ CLAR-ის ბაზაზე შეიქმნება. CLAR-ის ბაზას BMW 2015 წლიდან იყენებს და პერიოდულად აუმჯობესებს. CLAR-ის ბაზა ავტომწარმოებელს საშუალებას მისცემს ახალი SUV-ი შიგა წვის, ჰიბრიდულ და ბატარეის ელექტროძრავებით გამოუშვას. ხაზის მთავარი მოდელი ალბათ X5 M60e ჰიბრიდი იქნება, მასთან ერთად კი მეხუთე სერიაში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებსაც უნდა ველოდოთ. ასევე, ჰიბრიდულ ვერსიებთან ერთად, BMW 4- და 6-ცილინდრიან ტურბოძრავებსაც წარადგენს. 

ელექტრო iX5-ის შემთხვევაში ძრავა სავარაუდოდ იგივე იქნება რაც i5-ში, თუმცა შეიცვლება პროგრამული უზრუნველყოფა და ბატარეის ტექნოლოგია. სრულად ამძრავი i5 M60 სედანი 593 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი დაახლოებით 800 ნიუტონ მეტრია, ხოლო მანქანა 100 კმ/სთ-მდე 3.9 წამში ჩქარდება. X5-ის შესაძლებლობები ამ მონაცემებს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, თუმცა დამატებითი წონის გათვალისწინებით, შედარებით ნელი უნდა იყოს. 

ახალი BMW X5 გაყიდვაში 2027 წლამდე არ გამოვა, მისი წარმოება კი 2026 წლის აგვისტოში უნდა დაიწყოს. მანამდე, სავარაუდოდ 2025-2026 წლებში, ბაზარზე Neue Klasse-ის პირველი მოდელებიც გამოჩნდება. რაც შეეხება ღირებულებას, 2025 წლის BMW X5 sDrive40i $66 875-დან იწყება, M60i კი $91 175 ღირს. ახალ X5 თაობასაც, წესით, სწორედ ამ ფასის დიაპაზონში უნდა ველოდოთ. 

მსგავსი სიახლეები