Aa Aa
17 სექტემბერი 2024  |  15:07

მილიარდი ევროს ღირებულების დეფექტის აღმოსაჩენად BMW-ის ორი წელი დასჭირდა

ავტომობილებში რიგი დეფექტების გამოვლენის შემდეგ, გასულ კვირას გერმანული ავტომწარმოებლის აქციების ღირებულება დაეცა, მისი საბაზრო ღირებულება კი თითქმის 5 მილიარდი ევროთი დავარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, რომლის თანახმადაც BMW-ის ორ წელზე მეტი დასჭირდა მის ავტომობილებში სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის დასადგენად, რაც 1.5 მილიონი ავტომობილის უკან გაწვევის მიზეზი გახდა. 

მოხსენების თანახმად, სადილეროებმა და მომხმარებლებმა ავტომწარმოებელს სისტემის გაუმართაობის შესახებ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში აცნობეს. თუმცა, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, მხოლოდ გასულ თვეში დაინახა პრობლემის აღმოფხვრის აუცილებლობა. BMW-ის განცხადებით, კომპანიას სამუხრუჭე სისტემის დეფექტის გამოსწორება კომპანიას შესაძლოა მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდეს. 

ამ დეფექტის გამო, მხოლოდ თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომწარმოებელმა 80 000 ავტომობილი უკან გაიწვია. პრობლემის სიღრმისეული განხილვა კი რეალურად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. უკან გაწვეული ავტომობილების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც BMW-იმ დეფექტი საერთო პრობლემად შეფასდა, რომელმაც თავი Rolls-Royce-ის სხვადასხვა მოდელებიც იჩინა. 

„ეს არ არის ავტომობილების უკან გაწვევის კიდევ ერთი, ჩვეულებრივი ეტაპი. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა“, - განაცხადა ბოხუმის საავტომობილო კვლევის ცენტრის დირექტორმა ფერდინანდ დუდენჰოფერმა. მისივე თქმით, BMW-ის ხარისხის კონტროლის ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ კომპანია სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის დეფექტს რეალურ გამოწვევად მიიჩნევს და პოტენციურ რისკებსაც ხედავს.

„BMW, როგორც წესი, ძალიან ფრთხილია, მოკლევადიანი შედეგის მიღწევას სტაბილურობას ამჯობინებს, რაც მათ საბოლოო შედეგებზეც აისახება“, - დასძინა მან. BMW-ის სპიკერის განცხადებით, ავტომობილების უკან გაწვევის მასშტაბისა და ფინანსური ხარჯების შეფასებას დრო დასჭირდება. 

გაზიარება: