Aa Aa
17 სექტემბერი 2024  |  16:26

FIA Motorsport Games-ზე საქართველოს 18 წარმომადგენელი ეყოლება

23-27 ოქტომბერს, ესპანეთში, საავტომობილო სპორტის ოლიმპიადა Fia Motorsport Games 2024 გაიმართება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდამჭერით, წლევანდელ თამაშებზე მონაწილეობას ჩვენი ქვეყნიდან 18 მრბოლელი მიიღებს. საქართველოს წარმომადგენლები ოლიმპიადაზე 10 დისციპლინაში იასპარეზებენ. 

2024 წლის თამაშებში მონაწილეობას 174 ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. სპორტსმენები ერთმანეთს ჯამში 26 სხვადასხვა საბრძოლო დისციპლინაში დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, Motorsport Games-ი ყოველწლიურად, მსოფლიო საავტომობილო სპორტის ფედერაციის (FIA) ეგიდით, იმართება. 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, როგორც გითხარით წელს ქვეყანა საავტომობილო სპორტის ოლიმპიადაზე 18 მრბოლელით წარდგება, რომლებიც შემდეგ დისციპლინებში იასპარეზებენ: 

დათა ქაჯაია - დისციპლინა: GT (Ferrari)

მევლუდ მელაძე - დისციპლინა: Drifting 

ნინა აფციაური / სანდრო ქაჯაია - დისციპლინა: Karting Slalom

ლადო კუხიანიძე - დისციპლინა: Karting Sprint Senior 

სანდრო თავართქილაძე / დათუნა არჯევანიძე - დისციპლინა: Rally (Rally 2)

შაკო ციხელაშვილი / ირაკლი ჩხეიძე - დისციპლინა: Rally (Rally 4)

გიგი მებაღიშვილი - დისციპლინა: Karting Mini 

მათე კობახიძე - დისციპლინა: Karting Junior

არჩილ ბიძინაშვილი / სოფო მელაძე - დისციპლინა: Auto Slalom 

მარიამ დავითიძე / ნიკა კობოსნიძე / არჩილ ციმაკურიძე - დისციპლინა: Karting Endurance

საბა ჯავახიშვილი - დისციპლინა: Esports (GT)

ლუკა მახარაშვილი - დისციპლინა: Esports (F4)

 

წყარო: საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია 

გაზიარება: