„ფორდმა“ Focus-ის და Fiesta-ს ორგადაბმულობიანი PowerShift ტრანსმისიის სარჩელი მოაგვარა
Aa
Aa

„ფორდმა“ Focus-ის და Fiesta-ს ორგადაბმულობიანი PowerShift ტრანსმისიის სარჩელი მოაგვარა

  • „ფორდმა“ ორგადაბმულობიანი PowerShift ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე 2011–2016 Fiesta-ს და 2012–2016 Focus-ის მფლობელებს $30-მილიონიანი კომპენსაცია შესთავაზა.
  • ფორდმა“ განაცხადა, რომ ავტომობილების უკან გამოსყიდვაში უკვე $47,4 მილიონი დახარჯა.

„ფორდმა“ ორგადაბმულობიანი PowerShift ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე Fiesta-ს და Focus-ის მფლობელებს ახალი $30-მილიონიანი საკომპენსაციო გეგმა შესთავაზა. ამ ავტომობილების მფლობელების რაოდენობა 2 მილიონამდე აღწევს.

იანვარში ფედერალურმა სასამართლომ „ფორდის“ მიერ შეთავაზებული წუნიანი ავტომობილების გამოსყიდვის და კომპენსაციის ახალი გეგმა დაამტკიცა. კომპანიამ უკვე $47,4 მილიონი დახარჯა. „ფორდს“ ნაკლიანი Focus-ის და Fiesta-ს ათასობით შესყიდვა უწევს. თითოეული ავტომობილის გამოსყიდვის ღირებულება 25 000$-მდე აღწევს.

2020 წლის 28 თებერვალს შეერთებული შტატების კალიფორნიის ცენტრალური ოლქის სასამართლოში სხდომა ჩატარდა, რომლის ფარგლებში „ფორდის“ შეთავაზება დაამტკიცეს.

„ Ford-ს მიაჩნია, რომ შეთანხმება სამართლიანი და მიზანშეწონილია. ჩვენ ველოდებით, რომ მას სასამართლო მომდევნო სხდომის შემდეგ დაამტკიცებს.”- განაცხადა „ფორდის“ წარმომადგენელმა ტ.რ.რიდმა.

ორგადაბმულობიან 6-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს, რომლებიც კომპანიაში DPS6 სახელით მოიხსენება, სრიალისკენ და სიჩქარეებში დაგვიანებით გადართვისკენ მიდრეკილება აქვს. ბიძგები და ზედმეტი ვიბრაციები ძალიან ხშირი პრობლემა იყო, რომელიც სერვისის შედეგად ვერ სწორდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანად გადაცემათა კოლოფის შეცვლაც კი არ შველოდა.

Detroit Free Press-ის 2019 წლის ივლისის საგამოძიებო მოხსენებაში „ფორდის“ დოკუმენტები გაამხილეს, სადაც ეწერა, რომ PowerShift ტრანსმისია უხეში იყო, მაგრამ „ფორდმა“ ამას ყურადღება არ მიაქცია და წარმოებაში მაინც ჩაუშვა.

იმავე წლის აგვისტოში „ფორდმა“ დაზარალებული მფლობელების ავტომობილების საგარანტიო პირობები 7 წლამდე/ 160 000 კილომეტრამდე გაზარდა.

სასამართლო პროცესი 2012 წლიდან გრძელდება და ფინალური სხდომა მარტის ბოლოსაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები