Aa Aa
17 სექტემბერი 2024  |  19:01

GT3 RS-თან შეჯახების შემდეგ, Porsche 911-მა ძრავა „დაკარგა“

კალიფორნიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი 911 სერიოზულად დაზიანდა. შეჯახების შედეგად ერთი Porsche ძრავის გარეშე დარჩა, მეორე კი - თითქმის სრულად განადგურებული ძარით, რომლის შეკეთებაც სავარაუდოდ საკმაოდ ძვირი დაჯდება. 

ავტოენთუზიატებს კალიფორნია სანახაობრივი სატრანსპორტო გზების გამო ძალიან უყვართ, რის გამოც, შედარებით მშვიდ პერიოდში ეს მარშრუტები მძღოლებს მართვის დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდებათ. თუმცა როგორც ჩანს არა ამ 911-ის მძღოლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი Angeles Crest-ის გზატკეცილის შუა ნაწილზე შებრუნებას ცდილობდა, რამაც შეჯახება გამოიწვია. 

შესაბამისი კადრების არარსებობის გამო, რთულია იმის დადგენა თუ რა მოხდა. სავარაუდოდ, თეთრი 911 GT3 RS ვერცხლისფერ 911-ს უკანა მხრიდან შეეჯახა. შეჯახების შედეგად Porsche 911 ძრავის გარეშე დარჩა, ძრავა კი როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს გზის ზედაპირზე, განცალკევებით, „გდია“. მთლიანად მოწყვეტილია ვერცხლისფერი 911-ის უკანა ნაწილი, დაზიანებულია დაკიდების სისტემაც. 

მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა 911 GT3 RS-საც. ავტომობილი, სავარაუდოდ, მფლობელმა პირდაპირ შესაკეთებლად გადაიყვანა. მოწყვეტილია მძღოლის მხარეს, გვერდითა წინა ბორბალი, დაზიანებულია წინა პანელის მეოთხედი ნაწილი და ბამპერი. GT3 RS-ის მძღოლს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადოს მისი Porsche-ს გადასარჩენად, ან უბრალოდ ნაწილებად გაყიდოს. 

 

გაზიარება: