Aa Aa
18 სექტემბერი 2024  |  14:40

იტალიაში რალის Lancia 037 დაიმტვრა, დაშავდა 12 ადამიანი

თორმეტი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, Lancia 037-ის საკულტო მანქანამ კონტროლი დაკარგა და ხალხში შევარდა. შემთხვევა იტალიაში, „ტორინოს ავტოშოუზე“ მოხდა. როგორც შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს, ლეგენდარული შუაძრავიანი კუპე სიჩქარეს უმატებს მანამ, სანამ ავტომობილი უეცრად კონტროლს არ კარგავს, მარჯვნივ უხვევს და ბარიერებს ეჯახება. 

შეჯახების შედეგად, ავტომობილი მაყურებელში შევარდა. MSN-ის ცნობით, დაშავებულებს მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მასთან ერთად, სხვადასხვა დაზიანებებით, დაკვირვების ქვეშაა 5 პირი. ყველა დანარჩენ დაშავებულს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაეწია. 

რაც შეეხება 037-ის მძღოლს, ის ამჟამად პოლიციის მიერ იკითხება. უცნობია მისი ვინაობაც. ამ ეტაპზე, სამართალდამცავებს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეჯახების შედეგად მცირე დაზიანებები მიადგა Lancia 037-საც. დიდი ალბათობით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მანქანას კორპუსის წინა ნაწილი ექნება შესაცვლელი. 

რეალურად, ამ ინციდენტში მონაწილე Lancia მთავარი დამნაშავე სულაც არაა. ვინტაჟური ავტომობილების საჭესთან ავარიები გამოცდილ მძღოლებსაც მოსდით და ეს უმეტესად, მათი ამბიციების გამო ხდება. 

გაზიარება: