აუქციონზეა 1 000კმ-ის გარბენის მქონე BMW M5
E39 M5 ბევრი ავტომოყვარულისთვის სანატრელი ავტომობილია. დამწყებებისთვის კი, საყოველთაოდ განიხილება, როგორც საუკეთესოდ მართვადი M5 და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სედანი.
ბაზარზე პირველი E39 M5-ის გამოჩენიდან ორ ათწლეულზე მეტი გავიდა. შესაბამისად, საკმაოდ რთულია, იპოვო E39 M5, დაბალი გარბენით და თითქმის იდეალურ მდგომარეობაში. თუმცა საავტომობილო აუქციონზე ბევრი უცნაურობა გვინახავს და ეს M5-იც, სულ რაღაც 1 000-კილომეტრიანი გარბენით, მსგავსი შემთხვევაა. აუქციონის ვებგვერდზე ავტომობილის გასაყიდ ღირებულებად $280 000-ია მითითებული, რაც ახალი M5-ის ღირებულებაზე თითქმის ორჯერ მეტია.
თუმცა რთულად სათქმელია, რომ მანქანის შესაძლებლობები მის ღირებულებას ამართლებს. 4.9-ლიტრიანი V8-ითა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ავტომობილი 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. E39 M5 საკმაოდ სწრაფია კარგი გამოცდილების მისაღებად, მაგრამ ნელია თანამედროვე, მაღალი წარმადობის სხვა სედანებთან შედარებით.
ამის მიუხედავად, ამ M5-ით აუცილებლად დაინტერესდებიან ის მძღოლები, რომელთათვისაც ავტომობილის მართვისას ძველი სკოლის შეგრძნებების მიღება პრიორიტეტია. ამას ემატება შიგა წვის V8 ძრავა, რაც BMW-ის საკულტო მოდელით გადაადგილებას იმაზე უფრო მიმზიდველ შეგრძნებად აქცევს, ვიდრე ნებისმიერი ახალი სედანის საჭესთან ჯდომაა.