Aa Aa
19 სექტემბერი 2024  |  14:46

2009 წლის Honda S2000 მხოლოდ 210 კმ-იანი გარბენით

ახლახან, 2009 წლის თითქმის ხელუხლებელი Honda S2000 $170 000-ად გაყიდა. ამ Honda-ს, გამოშვების თარიღის მიუხედავად, წარმოუდგენლად დაბალი, 200 კილომეტრის გარბენი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ მანქანის გასაყიდმა ღირებულებამ დაახლოებით ერთ მილზე (1.6 კმ) $4 300-ს მიაღწია. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ერთ ჩვეულებრივ სპორტულ მანქანაზე და არა „ფორმულა 1“-ის რომელიმე, მაღალი წარმადობის ბოლიდზე.

თუმცა რეალურად, ეს Honda ჩვეულებრივი სპორტული სედანი ნამდვილად არაა. ეს S2000 CR შეზღუდული გამოშვების მოდელია, რომლის იშვიათობამაც გავლენა ავტომობილი მაღალ გასაყიდ ფასზეც იქონია.

S2000 CR ან Club Racer-ი, S2000-ის წარმოების ხაზის ერთ-ერთი ბოლო გამოშვების მოდელია და შექმნილი იყო მათთვის, ვინც სწორედ მაღალი წარმადობის ავტომობილებს ეძებდა. მსუბუქი კორპუსი, ფუნქციური აეროდინამიკური კომპონენტები და მოსახსნელი მყარი სახურავი. ამას ემატება 2.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი F22C1 ძრავა, რომელიც 237 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 220 ნიუტონ მეტრია. ძრავა წამში 8 000 ბრუნს ასრულებს. ძრავის ძალა, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში Honda S2000-ის მხოლოდ 699 ერთეული გაიყიდა, რაც მთლიანი წარმოების 1%-ზე ოდნავ მეტს წარმოადგენს.

ეს კონკრეტული მოდელი კი ბოლოს აუქციონზე 2022 წელს გამოჩნდა. მაშინ ავტომობილს 197 კილომეტრი ჰქონდა გავლილი და პანდემიის შემდგომი პერიოდის ფასების ზრდის გავლენით, $200 000-ადაც გაიყიდა. ახალი მფლობელის ხელში ამ Honda-მ მხოლოდ 11 კილომეტრი გაიარა და ჯამში თითქმის 210-კილომეტრიანი გარბენით ახლა უკვე $170 000-ად გაიყიდა.  

გაზიარება: