Aa Aa
19 სექტემბერი 2024  |  18:56

Porsche 911 მშვენივრად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ Pathfinder-ის ქვეშაა

ავტოსაგზაო ინციდენტები ყოველდღიურად ხდება, თუმცა მსგავსი შემთხვევები ნამდვილად იშვიათი სანახაობაა. არც Porsche 911-ის დამტვრევის ფაქტები გვიკვირს, თუმცა ეს სიტუაცია იმაზე მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპური ისტორია.

საინტერესოა ისიც, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა შესაძლოა 911-ს კარგ რეკლამადაც გამოადგეს, თუ საერთოდაც სჭირდება ასეთი. ფაქტია, რომ ეს Porsche შეჯახების შედეგად Nissan Pathfinder-ის ქვეშ აღმოჩნდა და მაინც, შესანიშნავად გამოიყურება.

ამ ეტაპისთვის დანამდვილებით რთულია იმის თქმა თუ რა მოხდა რეალურად. როგორც სოციალურ ქსელ Reddit-ზე ერთ-ერთი თვითმხილველი წერს შემთხვევა ფლორიდაში მოხდა, თუმცა ეს საკითხიც ჯერ გადაუმოწმებელია. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ ინციდენტი ტრასაზე მოხდა, ნაწილიც კი თვლის, რომ ეს ტერიტორია ბენზინგასამართი სადგურია.

განურჩევლად მდებარეობისა, მთავარი ისაა, რომ Pathfinder-ი ავარიის შედეგად 911--ის სახურავზე აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დაუზიანებელია Porsche-ს უკანა ბამპერი, იმის თქმაც შეიძლება, რომ Nissan-ი რეალურად სპორტული მანქანის სახურავზე „დგას“.

იქიდან გამომდინარე, რომ Pathfinder-ი „ოფ-როუდია“, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ Nissan-ი 911-ზე უკანა სვლით აღმოჩნდა. საბოლოოდ, მანქანების ერთმანეთისგან განცალკევებას, სამაშველო ეკიპაჟი დასჭირდა.

გაზიარება: