Aa Aa
20 სექტემბერი 2024  |  11:22

ვინმემ ეს დაზიანებული Huracan STO აუცილებლად უნდა გადაარჩინოს

შესაძლოა Lamborghini Temerario გაცილებით მძლავრია, მაგრამ ატმოსფერულ V10-ს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

Lamborghini Huracan STO, Huracan-ის ხაზში, შუაძრავიანი „სუპერქარის“ მხოლოდ საბოლოო ვერსია არ არის. აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით, ის საუკეთესო სამართავი მანქანაა თავის სამოდელო შემადგენლობაში. ამას ისიც ემატება, რომ ეს ავტომობილი უკანასკნელი „ხარია“, რომელსაც ატმოსფერული V10 ძრავა აქვს. ახლა კი ერთ-ერთი ასეთი მოდელი დაზიანებული მანქანების სადგომზე დგას და შველას ითხოვს.

სურათზე ნაჩვენები Huracan STO Copart-ის აუქციონზე, კანზასში იყიდება. სამწუხაროდ, იტალიური ეგზოტიკური ავტომობილი ცხვირით არის დაჯახებული. მისი შეკეთება კი დიდ ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს. თუმცა, ეს მანქანა გზებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. 



წინა ბამპერი ნაწილებად არის დამტვრეული, რომ აღარაფერი ვთქვათ „ტუჩზე”, რომელიც აღარ არსებობს. იგივე ბედი ეწია კარბონის კაპოტსაც. სამწუხაროდ, სურათებიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა დაზიანებულია თუ არა მანქანის ჩარჩო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის აღდგენას ექვემდებარება.

დაზიანებული ნაწილების სიაში საქარე მინა, მგზავრის მხარეს არსებული ფრთაც არის. შეჯახების შედეგად გაიხსნა უსაფრთხოების ბალიშებიც.



საბედნიეროდ, Lamborghini-ის უკანა მხარე ხელუხლებელია. 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა მანქანის სწორედ ამ ნაწილშია განთავსებული. გასაყიდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოდელს 1 837 კილომეტრი აქვს გარბენილი. მანქანა, ფაქტობრივად, ახალი იყო, როდესაც დაიმტვრა.

თუ ვინმე ამ „ლამბოსთვის“ ნაწილების შეგროვებას შეძლებს, მაშინ შესაძლოა ეს საკმაოდ სარფიანი საქმეც გამოდგეს. მეორადი ავტომობილების ბაზარზე Huracan STO-ს ფასი 350 000$-დან იწყება.

როგორ ფიქრობთ, რა დაჯდება ამ მანქანის შეკეთება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: