Lamborghini, Lamborghini Gallardo
Aa
Aa

ხანძრის შედეგად Lamborghini Gallardo სრულად განადგურდა

კალიფორნიაში, რივერსაიდის გზატკეცილზე პირველი თაობის Lamborghini Gallardo დაიწვა. და ეს, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევისას განადგურებული Gallardo ვიხილეთ. თანაც პირველი სერია, რომელიც 21 წლის წინ გამოვიდა და მსგავსი ინციდენტების დამსახურებით, ბოლო დროს ტრასებზე დიდ იშვიათობადაც იქცა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დადგენილი არაა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ცეცხლი ავტომობილის უკანა ნაწილს წაეკიდა. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი თავდაპირველად ძრავის განყოფილებაში გაჩნდა, სადაც ავტომობილის 5-ლიტრიანი შიგაწვის V10-ია განთავსებული. შედეგად, Gallardo-ს ცეცხლი მალევე წაეკიდა და გზიდან მისი ევაკუაცია გახდა საჭირო. 

View this post on Instagram

A post shared by CAR JOURNAL ↻ (@carjrnl)

შემთხვევის ადგილზე ინციდენტიდან მცირე ხანში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სახანძრო ეკიპაჟებიც გაჩნდნენ. თუმცა ცეცხლი მარტივად გავრცელდა და ავტომობილის გადარჩენა ფაქტობრივად უკვე შეუძლებელი გახდა. ერთადერთი რაც ცეცხლის ალს გადაურჩა მძღოლის მხარეს ავტომობილის წინა ბამპერია და ერთი საბურავიც. ასე რომ სულ თუ არაფერი, მფლობელი მანქანის ნაწილებად გაყიდვას მაინც შეძლებს.  

დამწვარი Gallardo-ს ფოტოებზე ჩანს, რომ მანქანას პატარა უკანა ფრთა ჰქონდა, რომელიც გარეგნულად ქარხნული Superleggera-ს ფრთის იდენტურია. დაზუსტებული ცნობები არ არსებობს თუ რა ბედი ეწია საბოლოოდ ავტომობილს, მაგრამ მასალების მიხედვით, მისი აღდგენა მარტივი საქმე არ უნდა იყოს. ცნობისთვის, შემთხვევის დროს Lamborghini-ში მძღოლთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა. ორივე მათგანი ინციდენტს უვნებელი გადაურჩა. 

 

მსგავსი სიახლეები