ჩეჩნეთის ლიდერი მასკს Cybertruck-ის დისტანციურად გამორთვაში ადანაშაულებს
ჩეჩნეთის ლიდერი Tesla-ს მფლობელ ილონ მასკს მისი Cybertruck-ის დისტანციურად გამორთვაში ადანაშაულებს. ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ილონ მასკმა ჩეჩნების მეთაურს საჩუქრად Cybertruck-ი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად რამზანმა გაავრცელა.
ინფორმაციას მან თან ვიდეოც დაურთო, სადაც Cybertruck-ის საჭესთან ზის, ხელში ავტომატი უჭირავს, Tesla-ს „ტანკის“ შესაძლებლობებს აქებს და მილიარდერს საჩუქრისთვის მადლობასაც უხდის. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ჩეჩნეთის მეთაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ამასთან დაკავშირებით განცხადება მასკმაც მალევე გააკეთა.
ამჟამად კი რამზანი ილონ მასკს Tesla Cybertruck-ის დისტანციურად გამორთვაში ადანაშაულებს. „ახლახან, მასკმა დისტანციურად გამორთო Cybertruck-ი. ეს ქმედება მასზე კარგად ნამდვილად არ მოქმედებს. ის ჯერ ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის ხალხს და შემდეგ დისტანციურად თიშავს მას“, წელს ჩეჩნეთის ლიდერი მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ელექტროპიკაპი ამერიკულმა ელექტრომობილების გიგანტმა პირველად 2019 წელს წარადგინა, წარმოებაში კი ის მხოლოდ გასულ წელს ჩაეშვა. ამის შემდეგ, Cybertruck-ს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ელექტრომობილს ყოველდღიურ ავტომობილადაც კი იყენებენ.
Kadyrov said he received a Tesla Cybertrack from Elon Musk. He promised to send it to the "special military operation" zone and attached a machine gun to it.
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 17, 2024
"Elon, thank you! Come to Grozny, I will receive you as the most dear guest! I do not think that our Russian MFA will be… pic.twitter.com/m72fg2G2PU
როგორც აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებდა, ელექტროპიკაპის შესაძლებლობებით მოხიბლული იყო და მის უკრაინაში გაგზავნასაც კი გეგმავდა.
„ეს Cybertruck-ი ჩვენ თავად ილონ მასკისგან მივიღეთ. შესაძლებლობა მქონდა ავტომობილი გამომეცადა და ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, თუ რატომ უწოდებენ მას „საიბერმხეცს“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს „მხეცი“ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ჯარისკაცებს. მე გულწრფელად, დიდ მადლობას ვუხდი ილონ მასკს. ის ნამდვილად ჩვენი დროის გენიოსი და უდიდესი პიროვნებაა. Cybertruck-ი კი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა მსოფლიოში, რომელიც მე უკვე ძალიან შემიყვარდა“, - წერდა ჩეჩნეთის ლიდერი Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.