Aa Aa
23 სექტემბერი 2024  |  12:17

მოტოციკლისტმა 19 000$-ის ჯარიმა „აირტყა“

გერმანელმა მოტოციკლისტმა, სიჩქარის 15-ჯერ გადაჭარბების გამო, დიდი ფულადი ჯარიმა და 31-თვიანი აკრძალვა მიიღო.

გერმანელ მოტოციკლეტს ძალზედ ცუდი ზაფხული ჰქონდა. მოტოციკლის „სეზონზე“ მან 19 000$-ის ჯარიმები მოაგროვა. სიჩქარის მახეები მას დღეში რამდენჯერმე იჭერდნენ. მთელი ეს ჯარიმები კი 6 კვირაში, ივნისიდან ივლისამდე დაგროვდა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის 50 კმ/სთ-იან ზონაში 131 კმ/სთ-ით, ხოლო 30 კმ/სთ-იან ზონაში 61 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.

მოტოციკლისტი ფიქრობდა, რომ შემხვედრი მხრიდან დამაგრებული კამერები მოტოციკლებს ვერ დააფიქსირებდნენ, რადგან მათ ნომრები მხოლოდ უკან აქვთ. თუმცა, ჩასაფრებულმა პოლიციელებმა სისწრაფის მოყვარული მოტოციკლისტი ყველგან დააფიქსირეს.

ის, რაც ახალგაზრდა მოტოციკლისტს გართობა ეგონა, საკმაოდ სერიოზული შედეგით დასრულდა. 15 დარღვევისთვის მას 19 000$-იანი ჯარიმა და 31-თვიანი აკრძალვა აქვს. ასევე, 22 ქულა გამოაკლდა მართვის მოწმობასაც.

ალბათ, ახლა ფიქრობთ - „22 ქულა რა არის?“. თუმცა, გეტყვით, რომ გერმანიაში მართვის მოწმობის ჩამოსართმევად 8 ქულაც საკმარისია. შესაბამისად, 22 ქულა ძალიან, ძალიან ბევრია! საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ბიჭი მართვის მოწმობას რამდენიმე წლით დაემშვიდობა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის ადეკვატური? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: