Aa Aa
23 სექტემბერი 2024  |  13:46

505 ცხენის ძალის Hummer H3R კონცეპტი აუქციონზე იყიდება

მაღალი წარმადობის „ოფროუდი“, რომლის შესახებაც ბევრს შეიძლება არც კი ახსოვდეს, აუქციონზე გამოჩნდა. Hummer H3R-ის კონცეფტი, 5 ოქტომბერს, Mecum's Indy Fall Special-ზე გაიყიდება. 

რა ხდის ამ H3R-ს განსაკუთრებულს? ბევრი ელემენტი, Corvette Z06-ის 7-ლიტრიანი LS7 V8 ძრავით დაწყებული, ავტომობილის 35-იანი საბურავებით დასრულებული. არც LS7 ძრავაა ქარხნული: H3R-ში გაუმჯობესებულია ჰაერის შემშვები სისტემა, რაც ჰაერის ნაკადის მოძრაობასა და ძრავის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ავტომობილს,  განსაკუთრებით მკაცრ გარემო პირობებში უკეთესი გაგრილებისთვისა და ძრავის ოპტიმალური მუშაობისთვის, უფრო დიდი რადიატორებიც აქვს. ამ ყველაფერს კი 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც ემატება. 

მთლიანობაში, ეს კომპონენტები, H3R-ის შესაძლებლობებს ზრდის და მას ბევრად უფრო საინტერესო ავტომობილად აქცევს სტანდარტულ H3-თან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი 505 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მანქანა კი 20-იანი დისკებითაა აღჭურვილი, რომელიც Mickey Thompson-ის 35-იან საბურავებშია გახვეული. ამ უკანასკნელს Rotora-ს სამუხრუჭე სისტემა უმაგრებს ზურგს. 

ფუნქციური განახლებების გარდა, H3R-ის კონცეფტში განსხვავებულ დიზაინსაც ვხვდებით. მათ შორისაა მანქანის ფერის ცხაური, ძარას დამცავი ფარი, სამთო სლაიდერები, სათადარიგო საბურავი და ათობით დამხმარე ნათურით - ყველაფერი რაც „ოფროუდისთვის“ აუცილებელია. 

სტილისა და ფუნქციების გათვალისწინებით, უფრო მეტადაა პოლარიზებული ავტომობილის ინტერიერიც. H3R-ის შიდა სივრცის მთავარი დეტალი ხუთპუნქტიანი აღკაზმულობის მქონე უსაფრთხოების ღვედების სისტემა და Momo-ს საჭე, რომელიც ავტომობილს სპორტულ იერსახეს ჰმატებს. საინფორმაციო-გასართობ სისტემაში ჩაინტეგრირებულია GPS-ნავიგაცია, წონის შესამცირებლად კი კარბონის დეტალებია გამოყენებული, რაც მთლიანობაში სპორტულ და ფუნქციურ სალონს ქმნის - მიმზიდველს ავტოენთუზიასტებისთვის. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ავტომობილს სავარაუდოდ მხოლოდ 3 000 კილომეტრი აქვს გარბენი, რაც მის შედარებით ახალ მდგომარეობაზეც მიუთითებს. ამ ეტაპზე, აუქციონის სახლის ვებგვერდზე ავტომობილის საწყისი ფასი მითითებული არაა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს კონცეფცია 2009 წელს, Barrett-Jackson-ის მიერ $44 000-ად გაიყიდა. 

 

 

გაზიარება: