BMW, Neue Klasse, Neue Klasse Touring
Aa
Aa

ელექტრო BMW Neue Klasse-ის დიზაინი E30-ის ნოსტალგიას ქმნის

Neue Klasse EV-ების დიზაინში გერმანულმა ავტომწარმოებელმა სრულად ახალი ეპოქა დანერგა. ახალი ელექტრომობილები, განსხვავებული კონცეფციით, ბაზარზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩნდება. საწყისი გეგმით, BMW პირველ ეტაპზე Neue Klasse-ის ექვსი ელექტრომობილის წარდგენას გეგმავს. 

უახლეს ხაზში, მომხმარებლები მესამე სერიასა და X3-ის სტილის SUV-ს იხილავენ. ორივე მათგანს გამორჩეული და განსხვავებული დიზაინი აქვს, თუმცა არცერთი არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც Neue Klasse Touring-ის ეს ვერსია, რომლის დიზაინზეც Sugar Design-მა იმუშავა. 

Sugar Design-მა კონცეფციის რენდერები ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა. მას შემდეგ კი სრული გალერეაც შექმნა. განსაკუთრებით საინტერესო ბევრისთვის Neue Klasse Touring-ი გამოდგა, რომელმაც ავტომოყვარულების ნაწილს E30 გაახსენა. ორივე მოდელი თითქმის იდენტურია. განსხვავება ვერცხლისფერ ვერსიაში დღის LED ნათურების განლაგებაა. მსგავსი სტილი ათწლეულის წინ საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვეობაში დიდ იშვიათობად იქცა. წითელი მანქანა კი რეალურად უფრო ჰგავს იმ დიზაინს, რომელსაც ჩვენ ალბათ Neue Klasse მოდელში ვიხილავთ.

რამდენიმე დახვეწილი ცვლილება ვიხილეთ თავდაპირველი საჩვენებელი ვერსიის ფურგონად გადაქცევისას. მაგალითად, Sugar Design-მა გვერდითი ფანჯრების სიმაღლე შეამცირა, ასევე დაამატა ალტერნატივები საბურავებისთვის. გარდა ამისა, ვერცხლისფერი მანქანა ჩვეულებრივი ფრთის სარკეებითაცაა წარმოდგენილი, ხოლო წითელს - უკანა კამერები აქვს. ორივე მოდელს აქვს დიდი პანორამული მინის სახურავი. 

რთულია იმის თქმა, რომ ახალი BMW უნივერსალი, რომელიც ასე გამოიყურება, იქნება საუკეთესო დიზაინის მანქანა თავის კლასში. ამის მიუხედავადაც, ავტომოყვარულთა ნაწილი უკვე თვლის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინია, რომელიც BMW-სგან გასული ათწლეულის განმავლობაში უნახავთ. 

 

მსგავსი სიახლეები