BMW, Porsche, ქურდობა, Bentley Bentayga, Porsche Cayenne
Aa
Aa

„ტესტ-დრაივის“ შემდეგ ქალმა Porsche-ს მოპარვა სცადა

კარზე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა ქალის სახე, რომელმაც თავი მყიდველად გაასაღა. რეალურად მას თანამზრახველები Bentley-სთან ელოდებოდნენ.

კანადის ხელისუფლება ამჟამად ეძებს ქალს, რომელმაც თავი მყიდველად გაასაღა და „ტესტ-დრაივის“ შემდეგ Porsche თანამზრახველებთან ერთად მოიპარა. მოპარული Porsche Cayenne პირდაპირ, მფლობელის სახლის წინ, ეზოში იყო დაპარკინგებული.

სახლის მესაკუთრის კამერებიდან ჩანს თუ როგორ უახლოვდება ახალგაზრდა ქალი, რომელიც კრიმინალს ნამდვილად არ გავს, მეპატრონის საცხოვრებელს. ქალის თქმით, ის მამამისს ელოდება და მანამდე, სურს რომ Porsche თავად ნახოს. თუმცა შემდგომ კადრებში ჩანს უკვე როგორ კეტავს ქალი მანქანის კარებს და მფლობელიც გარეთ რჩება.

Cayenne-ის მფლობელი მანქანას გვედს უვლის და რამდენიმე სახელუტით ცდილობს მის გაღებას, როდესაც ქალი მანქანის ეზოდან გამოყვანას იწყებს და უკუსვლისას დაზარალებულსაც ეჯახება. საბედნიეროდ, მამაკაცი შეჯახებისას მძიმედ არ დაზიანებულა.

ვიდეოზეც ჩანს, რომ ქალს პარკინგის ადგილის დატოვება უჭირს, თუმცა ამის მიუხედავადაც, ადგილიდან მიმალვას ახერხებს. მათივე განცხადებით, იმავე პერიოდში ორი სხვა მანქანაც მოიპოარეს, რაც შესაძლოა ამ საქმესთან იყოს კავშირში. ერთი არის ნაცრისფერი Bentley Bentayga, რომელიც გაჩერებულია შავი ჯიპის გვერდით და ავარიის შემდეგ მალევე ტოვებს ადგილს, ხოლო მეორე BMW-ის ლურჯი SUV-ი.

ამ ეტაპზე უცნობია ქალის ვინაობა, ასევე მანქანის ადგილსამყოფელიც. გამოძიება გრძელდება. ბრალდებულს სამართალდამცავები მანქანის ქურდობასთან ერთად, სხეულის სახიფათო დაზიანებასაც ედავებიან.

მსგავსი სიახლეები