Nissan, Saturn Outlook, Toyota RAV4
Aa
Aa

სირენებისა და განათების გარეშე მოძრავი საპატრულო, რამდენიმე ავტომობილს ეჯახება

23 წლის შერიფი ამჟამად იკითხება მას შემდეგ, რაც საპატრულოს მანქანით პარკინგის ზონაში რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა.

რუტინული დღე საპატრულოს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის მოულოდნელად ქაოსში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც საპატრულოს მანქანაში სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ შეტყობინება შევიდა და ეკიპაჟიც შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. მოულოდნელად შერიფმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და იქვე დაპარკინგებულ რამდენიმე ავტომობილსაც შეეჯახა. შეჯახების შედეგად არავინ დაზიანებულა.

შემთხვევა 15 სექტემბერს, საღამოს 5-ის ნახევრისკენ მოხდა. როგორც გამომძიებლებისგან გახდა ცნობილი, ინციდენტის ადგილისკენ მიმავალ გზაზე საპატრულო პოლიციას არც სირენები და არც სპეციალური განათება ჩართული არ ჰქონდა. ეს სიტუაციას კი განსაკუთრებით ამძიმებს, რადგან შერიფი მაღალი სისწრაფით გადაადგილდებოდა.

WNCT-ის ვიდეო ასახავს მომენტს, როდესაც ავტომობილი რიგრიგობით სამ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სამივე მათგანი, და მათ შორის საპატრულო პოლიციის ავტომობილიც, სერიოზულად დაზიანდა. მისი სიჩქარის გათვალისწინებით, ავტომობილებისთვის გვერდის ავლა შერიფისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დაზიანებულ ავტომობილებს შორისაა Nissan-ი, Saturn Outlook-ი და Toyota RAV4.

შერიფის საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარს გამოეხმაურა რამდენიმე ადგილობრივიც, რომელთა თქმითაც, საპატრულოს წარმომადგენელი, მსგავსი სისწრაფით გადაადგილებისას ვალდებული იყო სირენები და სპეციალური გამაფრთხილებელი ნათურები გამოეყენებინა.

 

მსგავსი სიახლეები