BMW M8 Competition-ი Manhart-ის წყალობით 911 Turbo S-ივით სწრაფია
Manhart-მა M8 Competition Coupe სრულყოფილებად აქცია!
მიუხედავად იმისა, რომ გარშემო „ცხელი“ BMW ბევრია, ჰიპერქარის ხაზი მაინც აკლია. სამწუხაროდ, საეჭვოა, ახლო მომავალში ეს შევსება ვიხილოთ. BMW ელექტრო Vision M Next-ის წარმოებას არ აპირებს. M8 Competition Coupe, როგორც ჩანს, კომპანიის ყველაზე სწრაფ ავტომობილად დარჩება. Manhart-მა კი მისი გაუმჯობესება გადაწყვიტა.
გაუმჯობესებას MH8 800 პაკეტი ჰქვია. მანქანას ტვინ-ტურბო 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 823 ცხენის ძალასა და 1050 ნმ-ს გამოიმუშავებს. ახალმა ძალებმა 0-100-მდე აჩქარებისთვის საჭირო დროს 0.6 წამი ჩამოაკლო, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. ახლა ამ ავტომობილს მხოლოდ 2.6 წამი სჭირდება. შედარებისთვის Manhart-ის M8 Competition Coupe ისეთივე სწრაფია, როგორც Porsche 911 Turbo S-ი. 200კმ/სთ-ს გასავითარებლად, ამ ავტომობილს მხოლოდ 5.7 წამი სჭირდება.
ძრავას გარდა, ექსტერიერის განახლებაც მიიღო. ოქროსფერი დეტალები და 21-იანი ალუმინის შენადნობის დისკები მანქანას ძალიან მოუხდა. დაკიდების სისტემაც განახლებულია და ადაპტირებადი ზამბარები მართვადობას აუმჯობესებს. მანქანის სიმაღლე 30 მილიმეტრით გაიზარდა.
Manhart-მა გამონაბოლქვის სისტემაც დახვეწა. უკეთესი ხმისთვის ბენზინის ჭვარტლის ფილტრი მოხსნა. კატალიზატორის არ ქონის გარდა, მანქანის ხმას ადაპტირებადი გამომშვები სარქველი, 100-მილიმეტრიანი გამოსაბოლქვი მილის საცმი და კარბონის შესახედაობის მილები აუმჯობესებს.
სალონში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. თუმცა, BMW M8 Competition Coupe-ს შეძენა კარბონის დეტალებითაა შესაძლებელი.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დადის ეს მანქანა ავტობანზე 311კმ/სთ სიჩქარით. მანქანიდან გამოსული ხმა კი ჟრუანტელს მოგგვრით.