Aa Aa
26 სექტემბერი 2024  |  17:49

Toyota AE86-ს რესტავრირებული კორპუსი Alibaba-ზე $9 500-ად იყიდება

ნებისმიერი კლასიკური ავტომობილის შემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ რეალურად მსგავსი მანქანები ძალიან ცოტაა. თუმცა მსურველი, ვისაც ამ მანქანების მართვა უნდა - საგრძნობლად მეტი. სინამდვილეში მათი წარმოებაში დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ეს იდეის დონეზე ბევრად მარტივია, განსახორციელებლად კი საკმაოდ რთული. 

თუმცა ლეგენდარული Toyota AE86-ის შემთხვევაში მხოლოდ პროგნოზები საჭირო აღარაა, რადგან ეს პროექტი უკვე განხორციელდა. ყოველ შემთხვევაში, Alibaba-ზე Toyota AE86-ს რესტავრირებული კორპუსი გამოჩნდა, რომლის შეძენაც დაინტერესებულ პირებს $9 500-ად შეუძლიათ. 

AE86-ს რესტავრირებული კორპუსი პლატფორმაზე Jiangsu Aodun Automobile Industry Company-მ განათავსა. ეს კომპანია მჭიდრო კავშირშია საწარმოო ქარხანასთან, რომელიც General Motors-ისა და ჩინეთის სიდიდით ერთ-ერთ უმსხვილეს ავტომწარმოებელ FAW-ის მიერ შეიქმნა. ცნობისთვის, AE86 ერთადერთი მოდელი არაა, რომლის კორპუსის ნაწილებიც ამ ფირმამ დაამზადა. ამ ფირმას ეკუთვნის კაპოტები Dodge Charger-ისთვის და ძარა VW Type 2-სთვის. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, AE86-ს რესტავრირებული კორპუსი 3D პრინტერის გამოყენებითაა შექმნილი. 3D პრინტერის საშუალებით, ეს ნაწილები ორიგინალი ვერსიის მაქსიმალურად იდენტურია. ხარისხი ორიგინალთან შედარებით, რომელიც 1980-იანებს ეკუთვნის, შესაძლოა გაუმჯობესებულიც კი იყოს. 

არც ის ფაქტია დიდი პრობლემა, რომ AE86-ს რესტავრირებული კორპუსი ჩინური წარმოებისაა. ტექნოლოგიური მხრივ ჩინეთი ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა, რაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხსაც დაეტყო. 

რაც შეეხება გამოყენებას: რესტავრირებული კორპუსი იდეალურია მანქანის დაჟანგული და დაზიანებული ნაწილების დასაფარად. კორპუსი იდეალურად ერგება ავტომობილს და მისი დაყენებაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. მსგავსი რესტავრირებული ნაწილები იდეალურია პროექტის მანქანებისთვისაც ან მათთვის, ვისაც სარბოლო ავტომობილების შექმნა აქვს გადაწყვეტილი. 

გაზიარება: